Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩელსის ოფიციალური განცხადების მიხედვით ლონდონური კლუბისა და მაურისიო პოჩეტინოს გზები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაიყარა.
"გვინდა მადლობა გადავუხადოთ მაურისიოს ამ სეზონში გაწეული სამუშაოსთვის. მისთვის კარი სტემფორდ ბრიჯზე ყოველთვის ღია იქნება. მას მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ." - განაცხადეს ჩელსის სპორტულმა დირექტორებმა ლორენს სტიუარტმა და პოლ უინსტენლიმ.
"მადლობა ჩელსის მფლობელებსა და სპორტულ დირექტორებს, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილად ყოფნა შემეძლო. კლუბი კარგ პოზიციაშია, რომ პრემიერ ლიგასა და ევროპაში წინსვლა განაგრძოს." - განაცხადა არგენტინელმა.
პოჩეტინო ჩელსიში 2023 წლის ივლისში დაინიშნა. ლონდონელებმა პრემიერ ლიგის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულეს და კარაბაოს თასის ფინალში ლივერპულთან დამარცხდნენ.
კომენტარები
8 დღის წინ
7 დღის წინ
7 დღის წინ
8 დღის წინ