ლონდონის ჩელსი არსენალთან და ბარსელონასთან მატჩებს საგრძნობი დანაკლისით ხვდება.
თამაშებს გუნდის ლიდერი კოულ პალმერი გამოტოვებს, რომელმაც, ენცო მარესკას თქმით, საკუთარ სახლში ფეხის თითი დაიზიანა.
„ის ნამდვილად ვერ დაგვეხმარება ბარნლისთან, ბარსელონასთან და არსენალთან თამაშებში.
სამწუხაროდ, სახლში მას უიღბლობა დაემართა, ფეხის თითი დაიზიანა. სერიოზული არაფერია, თუმცა მომდევნო ერთი კვირა ნამდვილად გაუცდება.
მე თვითონაც ვდგები ღამე საპირფარეშოში და ხან თავს ვურტყამ რაიმეს, ხან ფეხს. ხდება ხოლმე. მას წინა ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, რაც კარგი სიახლე იყო, მაგრამ ახლა ეს წვრილმანი მოხდა.
ჯერ არ ვიცით, მოტეხილობა აქვს თუ არა. თუმცა, ერთი რამ ცხადია: პალმერი ნამდვილად ვერ ითამაშებს ვერც ამ და ვერც მომდევნო კვირის მატჩებში." - აღნიშნა მარესკამ.