პორტოს და პორტუგალიის ნაკრების ექს-ნახევარმცველი ჟორჟე კოშტა გარდაიცვალა.
კლუბის ექს-ფეხბურთელი, რომელიც პორტოს სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 53 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, იტყობინება პორტუგალიური A Bola.
კოშტამ პორტოს ბაზაზე ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა - პრესასთან საუბრის დასრულების შემდეგ, ჟორჟე ცუდად გრძნობდა თავს და ძლიერ სიცხეზე წუხდა. სასწრაფომ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა ამბობს, კოშტას 2022 წელს ერთი გულის შეტევა უკვე გადატანილი ჰქონდა.
ჟორჟე კოშტა პორტოს აღზრდილი იყო და ძირითად გუნდში 1992-2005 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო.