ევრობასკეტ 2025-ზე მერვედფინალური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გერმანია პორტუგალიას დაუპირისპირდა.
მატჩში აშკარა ფავორიტად გერმანია მიიჩნეოდა, თუმცა თამაშის დიდი ნაწილი პორტუგალიელები მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ.
პირველი ტაიმი გერმანიისთვის საკმაოდ დაბალშედეგიანი იყო. პორტუგალიამ შესვენებაზე გასვლა ერთქულიანი უპირატესობით მოახერხა (31-32).
მესამე მეოთხედში ქულა ქულაში თამაში გაგრძელდა და ბოლო მეოთხედის წინ გერმანელები 52-51 იგებდნენ. გადამწყვეტ 10 წუთში კი პორტუგალიელები გატყდნენ და საბოლოოდ 27-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ (85-58).
თამაშში ყველაზე მეტი ქულა პორტუგალიელმა ნეემიას კეტამ დააგროვა (18 ქულა, 11 მოხსნა), გამარჯვებული გუნდიდან კი დენის შროდერი და ფრანც ვაგნერი გამოირჩნენ 16-16 ქულით.
გერმანიის ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტის მეორე მეოთხედფინალისტი გახდა. მომდევნო ეტაპზე მეტოქე იტალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.
შვედეთმა იბრძოლა - თურქეთი ევრობასკეტის 1/4 ფინალშია