პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის საშინაო შეხვედრაში დანიის ნაკრებთან განადგურდა (1:4).
ეს მატჩი პირველი იყო მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ასპარეზობა ოფიციალურად დაასრულა.
პორტუგალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი თამაშზე რონალდუს 7-ნომრიანი მაისურით გამოვიდა, გულშემატკივრებმა კი მთელ ტრიბუნაზე გადაჭიმეს ბანერი წარწერით: „მადლობა, კაპიტანო".

თამაშის მიმდინარეობისას, 7:00-დან მთელი წუთის განმავლობაში გულშემატკივრები ტაშს უკრავდნენ და ლეგენდარული ფეხბურთელის სახელს სკანდირებდნენ.
თუმცა, უშუალოდ თამაშში პორტუგალიელები შერცხვნენ - დანიელები თამაშს ჰოილუნდის დუბლითა და ჰოიბიერგის და ანდერსენის გოლებით 0:4-ს აგებდა, მატჩის მიწურულს კი ერთი ბურთის გაქვეთა ბერნარდუ სილვამ მოახერხა.
ცნობისთვის, ეს პორტუგალიის ყველაზე მძიმე მარცხია 2018 წლის მარტის შემდეგ, როცა გუნდი ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებთან 0:3 განადგურდა.
