ლივერპულმა დიოგუ ჟოტას პირველი გუნდის შემადგენლობაში სამუდამო ადგილი დაუმკვიდრა.
დღეს ოფიციალურად განახლდა მერსისაიდული კლუბის ვებ-გვერდი, სადაც დაემატნენ გუნდის ახალწვეულები - მათ შორის გიორგი მამარდაშვილიც.
დიოგუ ჟოტას სახელი ფორვარდების ჩამონათვალიდან ამოშალეს, სამაგიეროდ ქვემოთ დაუთმეს მთელი გვერდი, მის განყოფილებას პოზიციის ნაცვლად აწერია "სამუდამოდ".
შეგახსენებთ, რომ ჟოტა თავის უმცროს ძმასთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას 2025 წლის 3 ივლისს ემსხვერპლა.
