ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპულმა აინტრახტს უგო ეკიტიკეს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
ფრანკფურტელებმა მერსისაიდელებს შეატყობინეს, რომ მოთამაშის სანაცვლოდ მეტი სურთ და მათი პირველი შეთავაზება უარით გაისტუმრეს, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
თავად ეკიტიკე კი ლივერპულს დათანხმდა და პირადი დეტალებზე შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს, მას წითლებში გადასვლა სურს.
ნიუკასლმა ფრანგი მოთამაშის ტრანსფერზე მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა და ეს გარიგება აღარ შედგება. კაჭკაჭები ახლა უკვე სხვა სამიზნეებზე არიან კონცენტრირებული, ლივერპული კი ეკიტიკესთვის რბოლაში მარტო რჩება.
23 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.