ალექსანდრ ისაკმა კარიერა შესაძლოა არა ერთ-ერთ ევროპულ გრანდში, არამედ საუდის არაბეთში გააგრძელოს.
როგორც Footmercato-ს ავტორიტეტული ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, შვედეთის ნაკრებისა და ნიუკასლის ფეხბურთელით ალ ჰილალი ინტერესდება.
თავად ფეხბურთელმა საუდურ კლუბთან მოლაპარაკებებს მწვანე აუნთო. ამ ეტაპზე, ალ ჰილალის წარმომადგენლებსა და ისაკის აგენტს შორის საუბარი მიმდინარეობს.
ალ ჰილალი მთელი ზაფხულია ევროპულ ბაზარზე ტოპ-ფორვარდს ეძებს და დიდხანს ცდილობდა ვიქტორ ოსიმენის დამატებას, რომელმაც საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა.
ისაკით ყველაზე აქტიურად აქამდე ლივერპული ინტერესდებოდა, თუმცა ნიუკასლს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს.