ბრაიან მბეუმო მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს.
ბრენტფორდის მარჯვენა ვინგერი ბრაიან მბეუმო კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს - წითელი ეშმაკები კამერუნის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, კიდევ 6 მილიონი კი სხვადასხვა ბონუსებით იქენბა გათვალისწინებული.
მათეუს კუნიას შემდეგ, მბეუმო ამ ზაფხულს მეორე შემტევია, რომელიც მანჩესტერმა დაიმატა.
გასულ სეზონში მბეუმომ პრემიერ ლიგის 38 მატჩში 20 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.