ნონი მადუეკე ჩელსიდან კარიერას არსენალში გააგრძელებს.
ლონდონურმა კლუბმა ინგლისის ნაკრების შემტევის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
არსენალმა მადუეკეს სანაცვლოდ ჩელსის 52 მილიონი ფუნტი გადაუხადა, თავად ფეხბურთელთან კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩელსის მაისურით ჩატარებულ 92 მატჩში 23 წლის ფეხბურთელმა 20 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ინგლისის ნაკრებში მადუეკეს 7 მატჩი აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია.