მანჩესტერ იუნაიტედის ჩამოშორებულ ფეხბურთელებს კლუბის ბაზაზე მისვლა მხოლოდ საღამოს შეუძლიათ.
THe Athletic-ის ინფორმაციით, მარკუს რაშფორდს, ჯეიდონ სანჩოს, ალეხანდრო გარნაჩოს, ანტონის და ტაირელ მალასიას საერთო ჯგუფისგან განცალკევებით ვარჯიში დაევალათ და კარინგტონის ბაზაზე მხოლოდ 17:00-ს შემდეგ შეუძლიათ მისვლა, ანუ მას მერე, რაც სხვა ფეხბურთელები ბაზას დატოვებენ.
ამით კლუბს სურს ამ ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ მიანიშნოს, რომ მათზე იმედებს არ ამყარებენ და კლუბი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ.
რაშფორდმა სეზონის მე-2 ნახევარი იჯარით ასტონ ვილაში გაატარა, სანჩომ ჩელსიში, ანტონიმ ბეტისში, მალასიამ კი პსვ-ში.