ვალენსიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან ასპარეზობას ახალ სტადიონზე განაგრძობს.
არენა „ნოუ მესტალიას“ სახელს ატარებს. იგი სიმეტრიულად არის დაპროექტებული, ვერტიკალურად განლაგებული კონცენტრული იარუსებით, რომლებიც თასის ფორმას ქმნის. სტადიონის ტევადობა 70 044 მაყურებელზეა გათვლილი.
„მესტალიაზე“ ვალენსია 1923 წლიდან თამაშობს – ამჟამად ეს ლა ლიგაში ყველაზე ძველი სტადიონია.
მოსალოდნელია, რომ ლეგენდარული არენა დაინგრევა, მის ადგილას კი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, მწვანე ზონა და კომერციული უძრავი ქონება გამოჩნდება.
აწ უკვე ძველი „მესტალია" 49.430 ადამიანს იტევს.

