IKEA კანადამ მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე ახალი კამპანია წამოიწყო სახელწოდებით Assemble the World.
პროექტი მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყნის დროშებს სთავაზობს, რომლებიც მთლიანად IKEA-ს პროდუქტების: ავეჯის, განათების, რბილი სათამაშოებისა და დეკორატიული ნივთებისგან არის აწყობილი.
კამპანიის ფარგლებში 18 სხვადასხვა ქვეყნის დროშაა შექმნილი.
თითოეული ვიზუალი ინტერაქციულია - მაყურებელს შეუძლია ამოიცნოს დროშაში გამოყენებული კონკრეტული პროდუქტები და პირდაპირ ბმულზე გადასვლით შეიძინოს ისინი, რათა მსგავსი დიზაინი საკუთარ სახლშიც შექმნას.
Dentsu Creative-თან თანამშრომლობით განხორციელებული ეს ინიციატივა მიზნად ისახავს კანადის მულტიკულტურული გარემოსა და ფეხბურთისადმი არსებული ვნების გაერთიანებას, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, საკუთარი გუნდისადმი მხარდაჭერა სახლის დეკორაციითაც გამოხატოს.
წარმოგიდგენთ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილ რამდენიმე დროშას:






