ბრაზილიის ნაკრებისა და ბარსელონას შემტევმა, რაფინიამ, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გულშემატკივრებს ემოციური წერილით მიმართა.
29 წლის ფეხბურთელმა ჰაიტისთან მატჩში მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც მისი მუნდიალზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ემოციური მიმართვა ინსტაგრამიდან
მიუხედავად იმისა, რომ კუნთის დაზიანება სერიოზულია, რაფინია ნაკრების ბანაკის დატოვებას და სახლში დაბრუნებას არ აპირებს. ის გუნდთან ერთად რჩება და ინტენსიურ რეაბილიტაციას გადის.
იმ ბიჭის ოცნება, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების მაისურის მორგება სურდა, კვლავ ცოცხალია. ვინც მიცნობს, იცის, რამდენს ვითხოვ საკუთარი თავისგან და როგორ ვშრომობ. ფეხბურთი და ეს მაისური უზომოდ მიყვარს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, რათა მალე გამოვჯანმრთელდე და მოედანზე დავბრუნდე. მინდა ჩემი თანაგუნდელების გვერდით ვიყო და ბოლომდე ვიბრძოლო.
ვინ შეცვლის რაფინიას შოტლანდიასთან?
ბრაზილიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს, სადაც პლეი-ოფის საგზურის გასანაღდებლად ფრეც აწყობს. რაფინია ამ შეხვედრას გამოტოვებს.
კარლო ანჩელოტი მის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა ფლანგზე მოაზრება ბორნმუთის 19 წლის ტალანტი რაიანი, თუმცა მწვრთნელის განკარგულებაში ასევე არიან ლუის ენრიკე, გაბრიელ მარტინელი, ენდრიკი და ტრავმიდან ახლახან დაბრუნებული ნეიმარი.