დევიდ ბექჰემის ისტორიული გოლიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად, ადიდასმა სპეციალური, საიუბილეო ხელმოწერითი ბუცები წარადგინა.
2001 წლის 6 ოქტომბერს, ოლდ ტრაფორდზე გამართულ მატჩში, ინგლისის ნაკრებისა და Predator-ის ეპიკური კავშირის კულმინაცია მოხდა, როდესაც ბექჰემმა ბოლო წუთზე გატანილი საოცარი საჯარიმო დარტყმით თავისი ქვეყანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.
ახლა, ამ დაუვიწყარი მომენტიდან 25 წლის შემდეგ, ადიდასმა ბრიტანელ ლეგენდასთან ერთად ახალი თაობის signature Predator შექმნა, რომელიც იმ დროის კლასიკურ დიზაინს აბსოლუტურად იმეორებს.

ახალი მოდელი თეთრი და წითელი ფერების მკვეთრი კომბინაციით გამოიჩევა, მთავარი დეტალი კი ლეგენდარული Trefoil ლოგოა, რომელიც ბუცის ისტორიაში მხოლოდ მეორედ ჩნდება. როგორც adidas Football-ის გენერალურმა მენეჯერმა, სემ ჰენდიმა აღნიშნა:
ფეხბურთის ისტორიაში ცოტა ისეთი მომენტია, რომელიც Predator-ის სულს ისე ზუსტად გამოხატავს, როგორც დევიდ ბექჰემის საჯარიმო დარტყმა საბერძნეთის წინააღმდეგ. მან აჩვენა სიზუსტე, თავდაჯერებულობა და კონტროლი, რაც ბექჰემის მემკვიდრეობასა და Predator-ის ფრენჩაიზს სამ ათწლეულზე მეტია განსაზღვრავს.

ბუცი აგებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მასში შერწყმულია პრემიუმ კლასის ტყავის წინა ნაწილი და კლასიკური, წითელი ფერის გადმოსაკეცი ენა, რომელიც 25 წლის წინანდელ ეპოქას პირდაპირ ეხმიანება.
