ჰარი კეინმა ხორვატიასთან 4:2 მოგებულ მატჩში შესრულებული დუბლით ინგლისის ნაკრების ლეგენდების, გარი ლინეკერისა და დევიდ ბექჰემის მუნდიალის რეკორდები გაიმეორა.
გოლების წყალობით, კეინი მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი 10 ბურთით ლინეკერს გაუთანაბრდა.
ამასთან, ის გახდა მხოლოდ მე-2 ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ნაკრების მაისურით 3 სხვადასხვა მუნდიალზე (2018, 2022, 2026) გაიტანა, რითაც დევიდ ბექჰემის მიღწევა გაიმეორა (1998, 2002, 2006).
კეინმა 2018 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ბუცი მოიპოვა, როდესაც ინგლისს ნახევარფინალამდე მისვლაში 6 გოლით დაეხმარა.
კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან კიდევ 2 გოლი გაიტანა.
გარი ლინეკერმა თავისი 10 გოლი 2 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა: მექსიკა 1986-ზე 6 ბურთით ოქროს ბუცი მოიგო, ხოლო იტალია 1990-ზე კიდევ 4 გოლი დაამატა.
VIDEO: გრანდების უხვგოლიანი მატჩი - ინგლისი შთამბეჭდავად იწყებს