მსოფლიო ჩემპიონატების არსი მხოლოდ მწვანე მოედანზე მიმდინარე თამაში არ არის. სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები თავიანთი ემოციებით, ფერადი დროშებით, შეძახილებითა და სახეზე დახატული სიმბოლოებით ჩემპიონატს უნიკალურ ხასიათს აძლევენ.
გამარჯვების სიხარული თუ მარცხის სიმწარე ტრიბუნებზე ისეთივე ისტორიებს ქმნის, როგორსაც თავად მატჩები.
ეს კოლექტიური ეიფორია, რომელიც ათასობით ადამიანს ერთი ვნების გარშემო აერთიანებს, მსოფლიო ჩემპიონატს ჩვეულებრივ სპორტულ მოვლენაზე გაცილებით მეტს ხდის.
1974 წლიდან მოყოლებული, მრავალი ისტორიული კადრი ადასტურებს, რომ გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი თავის მთავარ ხიბლს დაკარგავდა.
სტატიაში სწორედ მუნდიალებით გამოწვეულ სპორტული ეიფორიის ამსახველ ფოტოებს წარმოგიდგენთ:







