შოტლანდიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება მცირე შეფერხებით მიმდინარეობს.
გუნდის ლიდერი ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი მუცლის ტკივილის გამო ვარჯიშს გამოაკლდა, ხოლო მცველი სკოტ მაკკენა მცირე ტრავმას მკურნალობს.
მიუხედავად ამისა, შოტლანდიის სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მოსალოდნელია, რომ ორივე ფეხბურთელი მწყობრში იქნება და შეძლებს მონაწილეობის მიღებას ჰაიტის წინააღმდეგ გასამართ მატჩში, რომელიც ბოსტონში, კვირას გაიმართება.
ეს შოტლანდიისთვის 1998 წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. გუნდს რთული ჯგუფი აქვს, სადაც მეტოქეებად მაროკოსა და ბრაზილიის ნაკრებები ჰყავთ, ამიტომ სკოტ მაკტომინეის, რომელიც ნაპოლის შემადგენლობაში ბოლო სეზონებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, მწყობრში ყოფნა შოტლანდიისთვის გადამწყვეტი იქნება პლეი-ოფში გასასვლელად.