რობერტო მარტინესმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ემოციური განცხადება გააკეთა.
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ტრაგიკულად დაღუპული დიოგუ ჟოტა გუნდისთვის კვლავ სინათლის წყარო და მთავარი მამოძრავებელი ინსპირაციაა.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულის ფორვარდი, რომელიც პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ერთა ლიგის გამარჯვებული იყო, გასული წლის ივლისში, ავტოავარიის შედეგად ძმასთან ერთად დაიღუპა.
მარტინესის კომენტარი ჟოტას შესახებ:
დიოგუ ჩვენი სინათლეა. ის არის იმის სიმბოლო, თუ როგორ უნდა იბრძოლო ოცნებისთვის. მან დაამტკიცა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს გამძლეობა და სწორ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას იღებ.
მწვრთნელი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ჟოტას მონდომებას ერთა ლიგის კამპანიის დროს, კერძოდ, დანიასთან გამართულ მეოთხედფინალში, რაც, მისი თქმით, გუნდისთვის დღემდე მოტივაციის წყაროა.
მარტინესის განცხადებით, ჟოტას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურდა, ამიტომ ახლა ნაკრების თითოეული წევრისთვის ეს ერთგვარი პასუხისმგებლობა და მისი ხსოვნისადმი პატივისცემაა.
პორტუგალიის ნაკრები მუნდიალს სწორედ ამ ემოციური მუხტით ხვდება. როგორც მარტინესი აღნიშნავს, ჟოტას დაკარგვა მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ მისი სული და ენერგია ნაკრებისთვის რთულ მომენტებში დამატებითი ძალის მომცემი იქნება.