სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
38 წლის ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა სოციალური ქსელის საშუალებით პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
"მოგესალმებით ყველას, აქ ვარ, რათა შეგატყობინოთ, რომ პროფესიონალურ ჩოგბურთს თავს ვანებებ.
რეალობა ის არის, რომ ძალიან რთული წლები მქონდა, განსაკუთრებით ბოლო 2. არ ვფიქრობ, რომ შეზღუდვების გარეშე თამაში ისევ შემიძლია. რა თქმა უნდა, ეს რთული გადაწყვეტილებაა, რომლის მისაღებადაც რაღაც დრო დამჭირდა, მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და ვფიქრობ, ეს შესაფერისი დროა კარიერის დასასრულებლად, რომელიც იყო გრძელი და იმაზე ბევრად წარმატებული, ვიდრე წარმოვიდგენდი." - ამბობს ნადალი ვიდეოში, რომელიც თავის სოციალურ გვერდებზე განათავსა.
როგორც ვიდეოში ამბობს, რაფა თავის ბოლო ტურნირს დევისის თასზე ჩაატარებს, სადაც ესპანეთს ბოლოჯერ წარადგენს.
რაფაელ ნადალს კარიერაში 92 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 22 გრანდ სლემი - 14 როლან გაროსი, 4 ამერიკის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 2 ავსტრალიის ღია პირველობა.
ესპანელი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად მიიჩნევა და წლების განმავლობაში დიდი სამეულის წევრებთან, როჯერ ფედერერთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად უდიდესი ეპოქა შექმნა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები