შვეიცარიაში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიოონატზე პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ნორვეგიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით 1-2 დასრულდა. იტალიელთა მხრიდან დუბლი კრისტიანა ჯირელიმ შეასრულა, დამარცხებული გუნდიდან კი ერთი გოლი ადა ჰეგერბერგმა გაიტანა.
ძირითადმა დრომ ვერ გაარკვია გამარჯვებული მეორე წყვილში, სადაც შვედეთი ინგლისს შეხვდა. პირველ ტაიმში შვედებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს კოსოვარ ასლანისა და სტინა ბლაკსტენიუსის გოლებით.
მეორე ნახევარში ინგლისელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და 2-წუთიან მონაკვეთში ანგარიში გაათანაბრეს. 79-ე წუთზე ჯერ ლუსია ბრონზმა, 81-ე წუთზე კი მიშელ აგიემანგმა გაიტანეს გოლები.
გამარჯვებული ვერც დამატებით ტაიმებში გაირკვა და პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებით 2-3 დასრულდა. ინგლისელებმა 4 პენალტი ვერ გამოიყენეს, შვედებმა კი - 5.
ასე და ამგვარად, ქალთა ევროს პირველი ნახევარფინალური წყვილი ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის შედგება. მატჩი 22 ივლისს გაიმართება.
მეორე ნახევარფინალისთვის ესპანეთი - შვეიცარია და საფრანგეთი - გერმანია იბრძოლებენ.