ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

Umeå: ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გრანდი
ფეხბურთიფეხბურთი

Umeå: ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გრანდი

22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ქალებს შორის UEFA-ს პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 2001 წლიდან იმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებმა შესაძლოა იციან, რომ ამ ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდი და აბსოლუტური რეკორდსმენი ლიონის ოლიმპიკია, რომელსაც რვა თასი აქვს მოგებული.


ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურობით გამოირჩევა გერმანია. ამ ქვეყნის ოთხ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბს ჯამში ცხრაჯერ მოუგია გათამაშება.


მაგრამ ბევრს ალბათ არ სმენია ახლა უკვე მივიწყებულ, ერთ დროს კი ევროპის მასშტაბით ნამდვილ საფეხბურთო გიგანტზე, შვედურ კლუბ უმეოზე (Umeå IK), რომელსაც ქალთა პირველ ევროპულ გრანდს უწოდებენ.


დედაქალაქ სტოკჰოლმიდან რვა საათის სავალზე არსებული ჩრდილოური ქალაქი უმეო ქვეყანაში სიდიდით მეთერთმეტეა. ქალთა საფეხბურთო კლუბი აქ 1985 წელს, შვედი ქალების მიერ პირველი ევროპის ჩემპიონატის მოგების მომდევნო წელს დაარსდა, შიდა ასპარეზობა კი მეოთხე დივიზიონიდან დაიწყო.


1991 წელს კლუბში მრავალი ნოვაცია დანერგა მთავარმა მწვრთნელმა როლანდ არნკვისტმა. კერძოდ, შეცვალა ვარჯიშების სიხშირე, ჩამოაყალიბა ახალი საკონტრაქტე სისტემა და დასახა სამომავლო, მრავალწლიანი გეგმა, რომელიც უმეოს არამარტო საშინაო, ევროპულ წარმატებასაც მოუტანდა.



1995 წელს უმეო შვედეთის ჩემპიონატში (Damallsvenskan) აღზევდა, ოთხი წლის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, კიდევ ერთ წელიწადში კი პირველ საშინაო ტიტულს შეწვდა. როლანდ არნკვისტი ამ დროს კლუბის სპორტული დირექტორი იყო, მისეული ხედვა და მენტალიტეტი კი მწვრთნელ რიკარდ ჰოლმლუნდს დაეხმარა ჩემპიონობაში.


2000-დან 2008 წლის ჩათვლით უმეომ შვედეთის ჩემპიონის წოდება შვიდჯერ მოიპოვა, სახელი კი საერთაშორისო ასპარეზზე გაითქვა. 



ჩემპიონობის საწყის წლებში გუნდში ძირითადად ადგილობრივი ვარსკვლავები თამაშობდნენ, მათ შორის მთავარი დამრტყმელი ძალა ჰანა ლიუნგბერგი იყო. ცნობისთვის, 2003 წელს, როდესაც შვედეთის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანიასთან ოქროს გოლით წააგო, ეროვნულ გუნდში უმეოს ექვსი ფეხბურთელი ირიცხებოდა.


როგორც უკვე ვახსენეთ, 2001 წელს UEFA-მ ქალ ფეხბურთელთა საკლუბო ტურნირის გათამაშება დაიწყო, რომელსაც შემდგომში სახელი შეეცვალა და ქალთა ჩემპიონთა ლიგა დაერქვა.


უმეომ ტურნირის საწყის სამ ფინალში ითამაშა, საიდანაც ორი მოიგო. გათამაშების პირველ ფინალში შვედური კლუბის მეტოქე ფრანკფურტი (შემდგომში ფრანკფურტის აინტრახტი) იყო, რომელმაც 2002 წლის 23 მაისს გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა და მეტოქეს ტიტული არ დაუთმო. იმხანად გერმანულ კლუბს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქალი ფეხბურთელი, ლეგენდარული ბირგიტ პრინცი კაპიტნობდა, რომელმაც ფინალშიც გაიტანა.


2003 და 2004 წლებში ევროპული გათამაშების ფინალური დაპირისპირება ორმატჩიანი იყო. უმეომ ორივე პირწმინდად მოიგო: ჰოლმლუნდის თავკაცობით ჯერ დანიურ კლუბს, ჰიორინგის ფორტუნას სძლია ორი შეხვედრის ჯამში 7:1 (ჰანა ლიუნგბერგმა სამი გაიტანა), მომდევნო წელს კი ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრე იეგლერცის ხელში ფრანკფურტთან რევანშიც შედგა - ბრაზილიელი მარტათი გაძლიერებულმა კლუბმა ჯერ შვედეთში, ანგარიშით 3:0 დაამარცხა პრინცი და კომპანია, ფრანკფურტში კი 5:0 გაანადგურა მეტოქე გუნდი. მარტამ ფრანკფურტელთა კარი ჯამში სამჯერ აიღო.




მომდევნო ფინალს უმეომ 2007 წელს უწია. ამ დროს მარტას მხარდამხარ სხვა რამდენიმე ლეგიონერიც გამოდიოდა, მათ შორის - შვეიცარიელი რამონა ბახმანი, რომელიც ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის მსგავსად, ახლაც მაღალ დონეზე თამაშობს.


უმეოს წინა ნათამაშები ფინალებისგან განსხვავებით, 2007 წლის დაპირისპირება უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდა: საკუთარ კედლებში გამართულ პირველ მატჩში უმეომ ლონდონის არსენალისგან დასანანი გოლი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა, საპასუხო შეხვედრა კი ლონდონში უგოლოდ დასრულდა და ტიტული „მეთოფეებს“ დარჩათ.



2008 წლის გადამწყვეტ დუელში შვედური კლუბი ძველ მეტოქეს, ფრანკფურტს გადაეყარა. საშინაო სტადიონზე უმეომ ანგარიში პირველივე წუთზე მარტას გოლით გახსნა, რასაც ფრანკფურტელებმა ოთხ წუთში უპასუხეს. მეტი გოლი იმ შეხვედრაში აღარ გასულა, საპასუხო შეხვედრაში კი 27 ათასი მაყურებლის თვალწინ ნამდვილი საფეხბურთო თრილერი შედგა და გარდამავალი უპირატესობით გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.



სამწუხაროდ, ამავე წელს დასრულდა უმეოს დიდება, რადგან 2008 წელი კლუბის არსებობის ისტორიაში ბოლოა, როდესაც ამ კლუბმა ტიტულები - შვედეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო (თუ არ ჩავთლით 2019 და 2021 წლებში მოგებულ რანგით მეორე დივიზიონს). ამავე წელს გუნდიდან წავიდა მარტა, წავიდა მწვრთნელი იეგლერცი და 25-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ - როლანდ არნკვისტიც.


რამდენიმე წელიწადში უმეოს ირგვლივ სხვადასხვა სახის პრობლემამ იჩინა თავი. ფეხბურთელებმა რწმენა დაკარგეს, ლეგიონერები დიდხანს არ ჩერდებოდნენ, გაჩნდა ფინანსური პრობლემები, იყო პერიოდი, როდესაც გუნდი უმწვრთნელოდაც კი იყო, გარდაქმნა აუცილებელი იყო, თუმცა როგორც ამ გუნდის ერთგული ქომაგები ამბობენ, უმეო იღბალმაც მიატოვა.


წელს კლუბი ისტორიაში უკვე მეხუთედ ავიდა დამალსვენსკანში, თუმცა უმეოს მომავალს, როგორც მისივე ქალაქს ჩრდილოურ ზამთარში, ჯერ კიდევ ნისლი და თოვლი ფარავს. არავინ იცის, დაიბრუნებს თუ არა კლუბი წარსულ დიდებას, ავა თუ არა კიდევ ერთხელ ევროპულ თუ შვედურ საფეხბურთო მწვერვალზე, თუმცა ისტორიას ვერაფერი შეცვლის - საუკუნის დასაწყისში უმეო კონტინენტის პირველი ჭეშმარიტი ქალთა საფეხბურთო გრანდი იყო.


P.S. ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე შვედეთისთვის სახელის ხელახლა მოხვეჭა სხვა შვედურმა კლუბმა სცადა: ტიურესიო, რომლის ღირსებასაც ერთ დროს უმეოს წევრები - მარტა, ლისა დალკვისტი, მადელენ ედლუნდი და მეკარე კაროლა სიობერგი იცავდნენ, 2014 წლის ფინალში გერმანულ ვოლფსბურგთან დამარცხდა, მას მერე კი შვედური კლუბებისთვის გადაულახავი ზღუდე ამ ტურნირის მეოთხედფინალია.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
ქალთა ფეხბურთი
შვედეთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შვედური სასწაულის იმედზე - იბერია მალმიოს ესტუმრება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შვედური სასწაულის იმედზე - იბერია მალმიოს ესტუმრება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია და ტორპედო გულშემატკივართა დასწრების მხრივ ევროპაში გამოირჩნენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია და ტორპედო გულშემატკივართა დასწრების მხრივ ევროპაში გამოირჩნენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები" - მოდრიჩის ბოლო ინტერვიუ რეალში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები" - მოდრიჩის ბოლო ინტერვიუ რეალში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 ივლ, 2025

შვედური სასწაულის იმედზე - იბერია მალმიოს ესტუმრება

News image

15 ივლ, 2025

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

News image

11 ივლ, 2025

იბერია და ტორპედო გულშემატკივართა დასწრების მხრივ ევროპაში გამოირჩნენ

News image

11 ივლ, 2025

"ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები" - მოდრიჩის ბოლო ინტერვიუ რეალში