ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ქალთა ევრო: ისტორია, რეკორდები და სტატისტიკა
ფეხბურთიფეხბურთი

ქალთა ევრო: ისტორია, რეკორდები და სტატისტიკა

07 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

შვეიცარიაში ქალებს შორის ევროპის საფეხბურთო პირველობა მიმდინარეობს. ჩემპიონობისთვის მებრძოლ 16 გუნდს შორის ცხადია, ფავორიტი ნაკრებებიც არსებობენ. ასეთები არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია, რომელიც ამ ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდია.


ქალთა შორის ევროპის პირველობა სათავეს 1984 წლიდან იღებს. ამ წელს ტურნირში მხოლოდ 4 ნაკრები მონაწილეობდა. პირველ ჩემპიონატს მასპინძელი ქვეყანა არ ჰყოლია, მატჩები კი შედარებით მცირე, 4-ზომა სათამაშო ბურთითა და ასევე შემცირებული დროით, 35-წუთიანი ტაიმებით გაიმართა.


საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ, პირველი ტიტულისთვის ბრძოლაში, ოთხი ნაკრები ნახევარფინალიდან ჩაება. გუნდებმა პლეი-ოფებიცა და ფინალიც შინ და სტუმრად ითამაშეს: ინგლისმა დანიას ორივე შეხვედრაში სძლია (2:1; 1:0), შვედეთმა კი - იტალიას (3:2; 2:1). ფინალურ დაპირისპირებაში შვედმა ქალებმა გიოტებორგში პია სუნდჰაგეს გოლით 1:0 მოიგეს, საპასუხოდ კი ინგლისელებმა ლუტონში, ატალახებულ მოედანზე იგივე ანგარიშით იმარჯვეს. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც შედარებით ძლიერი სკანდინავიელები აღმოჩნდნენ და ევროპული გვირგვინი დაიდგეს. 


საინაუგურაციო ტურნირის ბომბარდირიცა (4 გოლით) და საუკეთესო მოთამაშეც, შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი პია სუნდჰაგე გახდა.




მომდევნო ჩემპიონატი სამი წლის შემდეგ, ასევე ოთხი გუნდით, ნორვეგიაში ჩატარდა, სადაც მასპინძლებმა მოქმედ ჩემპიონ შვედეთს 2:1 სძლიეს. შემდეგი გათამაშება კი უკვე ორ წელიწადში, დასავლეთ გერმანიაში გაიმართა, სადაც ასევე მასპინძლებმა, ასევე მოქმედ ჩემპიონთან გაიმარჯვეს ანგარიშით 4:1. 


ქალთა ევრომ ოთხი გუნდითა და ყოველ ორ წელიწადში გამართვით სტაბილური სახე 1997 წლამდე შეინარჩუნა, იმ წლის ტურნირში კი უკვე 8 ნაკრები მონაწილეობდა. ჩემპიონი კვლავ გერმანია გახდა, რომელმაც ფინალში იტალია დაჩაგრა ანგარიშით 2:0. სხვათა შორის, გუნდები ქეჯგუფშიც ერთად იყვნენ, რა დროსაც პირველ ტურში ფრედ 1:1 ითამაშეს.


აქედან მოყოლებული ტურნირის ორგანიზატორებმა ცნობილი პრაქტიკა დანერგეს და ქალთა ევროპის ჩემპიონატიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს პერიოდი უკვე გერმანიის ქალთა ნაკრების ოქროს ხანაა. გუნდმა ზედიზედ ექვსჯერ შეძლო ჩემპიონობა 1995, 1997, 2001, 2005, 2009, 2013 წლებში, სულ კი რეკორდულად რვაჯერ მოიპოვა ევროპის პირველობის ტიტული. 



გერმანელთა რვა ჩემპიონობისას ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დასახელდა ამ ქვეყნის წარმომადგენელი, რაც ასევე რეკორდია: დორის ფიჩენი (1989), სილვია ნაიდი (1991), ბირგიტ პრინცი (1995), ინკა გრინგსი (2009) და მეკარე ნადინ ანგერერი (2013). პრინცი და გრინგსი ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებიც არიან 10-10 გატანილი გოლით.



გერმანელთა ჰეგემონია 2017 წელს დაემხო. ნიდერლანდებში გამართული ჩემპიონატი მართლაც განსხვავებული და გამორჩეული გამოვიდა. ტურნირზე ერთი შეხედვით კარგად ნაცნობი სცენარით განვითარდა მოვლენები: ჩემპიონი მასპინძელი გუნდი გახდა, რომელმაც მეტოქე დანია ჯგუფურ ეტაპზეც დაამარცხა (1:0) და ფინალშიც (4:2), მაგრამ ნახევარფინალშივე ცნობილი იყო, რომ ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლებოდა - ჰოლანდიელი, დანიელი, ინგლისელი და ავსტრიელი ქალები ხომ იქამდე არასოდეს ყოფილან ევროპის მბრძანებლები…


სახელოვანი გერმანია მეცხრე თასისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში დანიამ გამოთიშა, ჰოლანდიელები კი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში შემტევ, ლაღ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდნენ. სარინა ვიგმანის გაწვრთნილ გუნდში ბრწყინავდნენ ლიკე მარტენსი, ვივიან მიდემა, დანიელ ვან დე დონკი, შერიდა სპიტსე, ჯეკი გრუნენი და მეკარე სარი ვან ვეენენდაალი.



ორი წლის შემდეგ სარინა ვიგმანმა ქალთა მუნდიალის ფინალის შემდეგ (ნიდერლანდებმა შეერთებულ შტატებთან წააგო) სამშობლო დატოვა და ინგლისში გადაბარგდა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა რომ სწორი გათვლა გააკეთა, უმალ გამოჩნდა: 2021 წლის ევროს ინგლისმა კოვიდპანდემიის გამო 2022 წლის ზაფხულში უმასპინძლა და თასი პირველად მოიგო, თანაც ფინალში ტურნირის ყველაზე წარმატებულ ნაკრებს, გერმანიას დამატებით დროში სძლია 2:1.




სამი წლის წინანდელი გუნდიდან ჩემპიონობის დასაცავად წელს, იგივე მწვრთნელთან ერთად, კაპიტანი ლეა უილიამსონი, ვეტერანი მცველი ლიუსი ბროუნზი, ელა ტუნი, ბეთ მიდი, ქლოე კელი, ალესია რუსო, ლორენ ჰემპი, ჯორჯია სტენვეი და დანი მისნი იბრძვიან. ე.წ. სიკვდილის ჯგუფში მოქმედი ჩემპიონები სწორედ ვიგმანის სამშობლო ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან ერთად თამაშობენ…

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ევროპის ჩემპიონატი
ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

G

Giorgi Adomlishvili

54

G

Giorgi Adomlishvili

65

მსგავსი სიახლეები

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ფორმატი დამტკიცდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ფორმატი დამტკიცდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი FC25-ის კვირის გუნდში მოხვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილი FC25-ის კვირის გუნდში მოხვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნაჩო: "ევროს მერე ნაკრების მწვრთნელთან არც კი მილაპარაკია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნაჩო: "ევროს მერე ნაკრების მწვრთნელთან არც კი მილაპარაკია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრებს ისევ ანტმანი გაწვრთნის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრებს ისევ ანტმანი გაწვრთნის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 მაი, 2025

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ფორმატი დამტკიცდა

News image

09 აპრ, 2025

მამარდაშვილი FC25-ის კვირის გუნდში მოხვდა

News image

13 ნოე, 2024

ნაჩო: "ევროს მერე ნაკრების მწვრთნელთან არც კი მილაპარაკია"

News image

19 დეკ, 2024

საქართველოს ქალთა ნაკრებს ისევ ანტმანი გაწვრთნის