• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ბარსელონა ფინალშია: ლიონთან სატიტულო დაპირისპირება შედგება
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსელონა ფინალშია: ლიონთან სატიტულო დაპირისპირება შედგება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კამპ ნოუზე გამართულ ნახევარფინალურ საპასუხო მატჩში ბარსელონამ ბაიერნი 4-2 დაამარცხა (საერთო ჯამში 5-3) და ისტორიაში ზედიზედ მეექვსედ გავიდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.


მატჩი უკიდურესად დაძაბული და დრამატული გამოდგა.


ბაიერნს მეკარის ფორმა დაავიწყდა: აბსურდული შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე

გოლების წვიმა და საეჭვო მომენტები


მატჩი ელვისებურად დაიწყო: 22-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 2-1 იყო ბარსელონას სასარგებლოდ. სალმა პარალუელომ მასპინძლები დააწინაურა, ლინდა დალმანმა გაათანაბრა, ხოლო პუტელასმა ბარსას კვლავ უპირატესობა მოუტანა. მოგვიანებით, ევა პაიორმა და ისევ პუტელასმა ანგარიში 4-1-მდე გაზარდეს, რითაც ბარსელონამ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის მიწურულს ბაიერნმა ზეწოლა გააძლიერა, პერნილ ჰარდერმა ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 90-ე წუთზე გატანილი მეორე გოლი VAR-ის შემოწმების შემდეგ საეჭვო ვითარებაში გაუქმდა, რამაც გერმანელების იმედები საბოლოოდ დაასამარა.


განახლებული მეტოქეობა: ბარსა vs ლიონი


23 მაისს, ოსლოში, ბარსელონა ფინალში ლიონს შეხვდება. ეს იქნება გუნდების მეოთხე დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში. საინტერესოა, რომ ლიონის მთავარი მწვრთნელი ბარსელონას ყოფილი თავკაცი, ჯონატან გირალდესია, რომელიც ამჯერად თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს ფრანგულ კლუბს.


ბალონ დორის რბოლა


მატჩმა გავლენა მოახდინა ოქროს ბურთის  პრეტენდენტებზეც. აიტანა ბონმატიმ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახერხა, რაც ბარსელონასთვის უდიდესი ძალაა ფინალის წინ. პუტელასის დუბლმა და პაიორის შედეგიანობამ კი მათ შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა. მიუხედავად ბაიერნის მარცხისა, პერნილ ჰარდერმაც დაამტკიცა, რომ ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ტიტულის გარეშე მისი შანსები, ალბათ, მცირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
ქალთა ფეხბურთი
ლიონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პედრიმ მესის რეკორდი მოხსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პედრიმ მესის რეკორდი მოხსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე? რატომ იმსახურებს კეინი ჯილდოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე? რატომ იმსახურებს კეინი ჯილდოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდინიო თუ მესი: ვინ იყო სინამდვილეში ბარსელონას მეფე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდინიო თუ მესი: ვინ იყო სინამდვილეში ბარსელონას მეფე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნს მეკარის ფორმა დაავიწყდა: აბსურდული შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნს მეკარის ფორმა დაავიწყდა: აბსურდული შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

პედრიმ მესის რეკორდი მოხსნა

News image

5 სთ წინ

ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე? რატომ იმსახურებს კეინი ჯილდოს

News image

4 სთ წინ

რონალდინიო თუ მესი: ვინ იყო სინამდვილეში ბარსელონას მეფე?

News image

2 სთ წინ

ბაიერნს მეკარის ფორმა დაავიწყდა: აბსურდული შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება