უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ყარაბაღმა აზერბაიჯანში კოპენჰაგენი მიიღო.
მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა მხრიდან გოლი აბდელა ზუბირმა გაიტანა და პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა.
83-ე წუთზე აზერბაიჯანულმა გუნდმა შეხვედრას წერტილი დაუსვა. ემანუელ ადაიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში (2-0) დააფიქსირა.
პირველ ტურში ლისაბონში ბენფიკას 2-3 დამარცხების შემდეგ, ყარაბაღმა სახლში კოპენჰაგენი დაამარცხა და ორიდან ორი მოგებული მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს.
პორტუგალიაში გამარჯვების შემდეგ ყარაბაღი პირველი აზერბაიჯანული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის მოგება შეძლო, შესაბამისად კოპენჰაგენის დამარცხებით მორიგი ისტორია დაიწერა.
ყარაბაღი მომდევნო ტურში ბილბაოს ესტუმრება და ატლეტიკს დაუპირისპირდება.