რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგე ჰაჯიმ, საქართველოსთან მატჩამდე, პრესკონფერენცია გამართა.
"საქართველოს ახლო წარსულში მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა, კარგი და გამოცდილი გუნდია. ძალიან კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები გყავთ. ამ გუნდს ბურთის ფლობა უყვარს, მაგრამ კონტრშეტევებზეც ძალიან სახიფათოა და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. ქართველებს ჩემი მსგავსი ფეხბურთელი გყავთ, მისით უნდა იამაყოთ", - განაცხადა ლეგენდარულმა რუმინელმა.
გეორგე ჰაჯი, რომელსაც კარპატელი მარადონა შეარქვეს, რუმინულ ფეხბურთში ყველაზე დიდი სახელ-გვარია - ნაკრების მთავარ მწვრთნელად პირველად 2001 წელს დაინიშნა, მეორედ კი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, როცა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი 2 ივნისის 21:00 საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
სანიოლი: ,,მინდა მადლობა გადავუხადო გურამ კაშიას"