ფოთში გამართულ დრაგონ ბოათის ევროპის თასზე, ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა, U24 open და premier open mixed boat-ში, ოქროს მედლები მოიპოვა, Premier open small boat-ში კი - ბრინჯაოს მედალი, ხოლო ფოთის გუნდი U24 open-ში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
დრაგონ ბოათის ევროპის თასი საქართველოში მეორედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 10 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო.
2025 წლის დრაგონ ბოათის ევროპის თასს ბათუმმა უმასპინძლა.