პირველი ტიტული კარიერაში - თანდილაშვილი ალბანეთის ჩემპიონი გახდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლევან თანდილაშვილი, ეგნატიასთან ერთად, ალბანეთის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.
ქართველი მეკარის გუნდმა ბოლო ტურში დინამო ტირანა 2:0 დაამარცხა და, კონკურენტ ელბასანთან ურთიერთშეხვედრათა უკეთესი ბალანსის გამო, საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.
ეგნატიამ ალბანეთის ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო - ბოლო 3 სეზონში ზედიზედ (2023-24; 2024-25; 2025-26).
23 წლის თანდილაშვილი, რომელმაც კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, კლუბს იანვარში შეუერთდა, უკვე დასრულებულ ჩემპიონატში 7 შეხვედრა ჩაატარა და მათგან 3-ში კარი მშრალად შეინახა.
ლევან თანდილაშვილი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია, კარიერის მთავარი ნაწილი თელავში გაატარა, ნახევარი სეზონით კი ლოკომოტივ თბილისის კარსაც იცავდა.