საფეხბურთო კლუბმა პარიზმა ქართველი ნახევარმცველის, ანდრია კვირიკაძის, ტრანსფერი დაადასტურა.
,,18 წლის კვირიკაძე თბილისის დინამოს აღზრდილია, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კლუბისა, რომელიც თავისი ძლიერი აკადემიითაა ცნობილი.
პერსპექტიულმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში თავი განსაკუთრებით ევროპულ ასპარეზზე გამოიჩინა, როდესაც უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ლარნაკას აეკის წინააღმდეგ ითამაშა.
მისი დამატება სრულად შეესაბამება პარიზის სტრატეგიას, რომელიც გუნდის გაძლიერებას მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაყრდნობით აგრძელებს.
კლუბი დარწმუნებულია, რომ ანდრია შეძლებს სპორტულ პროექტში წარმატებით ინტეგრირებას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.
საფეხბურთო კლუბ პარიზის მთელი ოჯახი მიესალმება ანდრია კვირიკაძეს და წარმატებებს უსურვებს ახალი კლუბის მაისურით!" - წერია ფრანგული კლუბის განცხადებაში.
კვირიკაძე, რომელმაც პარიზთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის გასულ სეზონში 4 ქართველი თამაშობდა - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია.
თუმცა წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას მეცი ლიგა 2-ში გავარდა, დაწინაურება კი ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმაც ვერ მოახერხა.
ახლა კი, როგორც ჩანს, ქართველებს შორის (ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ, ანდრია კვირიკაძე - პარიზი) პარიზული დერბი შედგება.
პარიზმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 44 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.