ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Football Talent Scout-მა ქართული ფეხბურთის ტალანტებზე სტატია გამოაქვეყნა.
ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი მიქაუტაძის ევროპულ კლუბებში კარგი თამაშისა და საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ქართულმა ფეხბურთმა მეტი ყურადღება მიიქცია და სხვა მოთამაშეების მიმართაც ინტერესი გააჩინა.
გთავაზობთ 10 ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებიც აღნიშნულ სტატიაში გამოარჩიეს.
გაბრიელ სიგუა (2005) - ბაზელი
ლუკა პარკაძე (2005) - ადმირა (იჯარა ბაიერნიდან)
ირაკლი აზაროვი (2002) - დონეცკის შახტარი
საბა საზონოვი (2002) - ტორინო
გიორგი კვერნაძე (2003) - ფროზინონე (იჯარა ფოთის კოლხეთიდან)
ალექსანდრე ფეიქრიშვილი (2006) - დინამო თბილისი
გიორგი გოჩოლეიშვილი (2001) - დონეცკის შახტარი
საბა გოგლიჩიძე (2004) - ემპოლი
ლუკა ლაცაბიძე (2004) - დონეცკის შახტარი
ვახტანგ სალია (2007) - დინამო თბილისი
ზემოთ ჩამოთვლილ 3 ვარსკვლავთან ერთად აღნიშნულ ტალანტთა რაოდენობა 3.7 მილიონიან ქვეყანაში, რომლის საფეხბურთო ნაკრებიც ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშების B დივიზიონში ითამაშებს, ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთს ამაღელვებელი მომავალი აქვს. - წერია სტატიაში.
კომენტარები
1 დღის წინ
14 საათის წინ
17 საათის წინ
8 საათის წინ