ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე, ლილე ქორიძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა მოჭადრაკემ 9 შესაძლებლობიდან 5.5 ქულა მოაგროვა, რაც მე-2 ადგილისა და ვიცე-ჩემპიონის სტატუსის მისაღებად აღმოჩნდა საკმარისი.
აღნიშნული წარმატებით, ქორიძემ 25.4 სარეიტინგო ქულა მოიმატა. ტურნირში 350-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.