იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ქართველი ხელბურთელები ევროპაზე ფურორს ახდენენ და ვერავინ აჩერებს
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

ქართველი ხელბურთელები ევროპაზე ფურორს ახდენენ და ვერავინ აჩერებს

07 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თელავში მიმდინარე ხელბურთის 18-წლამდელთა B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები გამარჯვებათა სერიას აგრძელებს.


დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის დამარცხების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა კოსოვოს ნაკრებს 5-ბურთიანი სხვაობით მოუგო (35:30) და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა - კონკურენტმა ბელგიამ ბულგარეთთან წააგო.


ბენეფისი ჰქონდა ვახტანგ ხარებაშვილს, რომელმაც კოსოვოელებს 13 გოლი გაუტანა. ასევე, კიდევ ერთი სუპერ თამაში ჩაატარა გიორგი ქევხიშვილმა და, კვიპროსთან მოგერიებული 12 ბურთის შემდეგ, კოსოვოსთან 14 სეივი შეასრულა.


ხარებაშვილის გარდა, შეტევაში შედეგიანი იყვნენ ნიკოლოზ მამულაშვილი და გიორგი კაპანაძე - 7-7 გოლი გაიტანეს, ნიკოლოზ ბიბლაიამ, ალექსანდრე ბოჟაძემ საბა ბუიღლიშვილმა 2-2 ბურთი შეაგდეს, ხოლო თითო-თითოჯერ თავი ანდრია ბურჯალიანმა და ვანო გურგენიძემ გამოიჩინეს.


"აქ იოლი თამაში არავის აქვს, შედარებით თანაბარი დონის გუნდები ვართ. მომდევნო შეხვედრა ერთ-ერთ ფავორიტთან, ბელგიასთან გვაქვს. დღეს, ბელგიასთან გამარჯვებით, ბულგარეთმა დაამტკიცა, რომ არ ყოფილა ხელწამოსაკრავი მეტოქე. გამოდის, რომ მეორე ტურში საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვიმარცხებია.


თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბელგიას გამორჩეული შემადგენლობა ჰყავს, არანაკლები ბულგარეთზე. ხვალ დასვენების დღეა. სამედიცინო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიჭებმა ძალები აღიდგინონ. ჯერჯერობით, ყველა თამაში მოვიგეთ. თავდაჯერებულად, თუმცა, პარალელურად, შეცდომების აღმოფხვრაზე მუშაობით მივიწევთ წინ", - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოთა თევზაძემ.


4 ტურის შედეგებით, საქართველოს 4 მოგება აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ბულგარეთსა და ბელგიას 3-3 გამარჯვება აქვთ, შემდეგ კოსოვო, დიდი ბრიტანეთი (1-1 მოგება) და კვიპროსი (ყველა წაგება) მოდიან.


7 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა, ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში კი გვაქვს ბელგიასთან - 8 აგვისტოს 18:15 საათიდან.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ხელბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ მოუტანა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი საქართველოს?

•ქართული

ქართული

ვინ მოუტანა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი საქართველოს?
•ქართული

ქართული

ყველაფერი პენალტებით გადაწყდა - დინამოს დრამატული მატჩი Youth League-ზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ყველაფერი პენალტებით გადაწყდა - დინამოს დრამატული მატჩი Youth League-ზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა!

•ქართული

ქართული

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა!
•ქართული

ქართული

ოქროს მედალი ბოლო წამებზე! - რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა მსოფლიოზე?

•ქართული

ქართული

ოქროს მედალი ბოლო წამებზე! - რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა მსოფლიოზე?
•ქართული

ქართული

News image

14 ოქტ, 2026

ვინ მოუტანა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი საქართველოს?

News image

14 ოქტ, 2026

ყველაფერი პენალტებით გადაწყდა - დინამოს დრამატული მატჩი Youth League-ზე

News image

7 სთ წინ

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლი გაიტანა!

News image

6 სთ წინ

ოქროს მედალი ბოლო წამებზე! - რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა მსოფლიოზე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება