ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის, გიორგი ცხოვრებაძის ზაგრებმა გასვლითი შეხვედრა დანიურ ოლბორგთან გამართა.
დაძაბული და უხვგოლიანი დაპირისპირება ხორვატიული კლუბის მინიმალური მარცხით, 33:34 დასრულდა.
დამარცხების მიუხედავად, ქართველი ხელბურთელი მოედანზე საუკეთესოთა შორის იყო. ცხოვრებაძემ მეტოქის კარში 5 გოლის გატანა შეძლო და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.
ოთხი ტურის შემდეგ ზაგრებს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ხორვატიის ჩემპიონი 21 ოქტომბერს, საკუთარ არენაზე გრანდის, პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ გამართავს.