ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხორვატული ზაგრები პარიზში სტუმრად ევროპის ერთ-ერთ მთავარ გრანდს, პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა.
მატჩი უკიდურესად დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში წარიმართა, სადაც მასპინძლებმა გამოცდილებისა და სათადარიგო სკამის ხარჯზე მცირე უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს და საბოლოოდ 34:30 იმარჯვეს.
მიუხედავად მარცხისა, ხორვატების შემადგენლობაში თამაშით კიდევ ერთხელ გამოირჩა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე.
ქართველმა ხელბურთელმა პსჟ-ს ვარსკვლავური დაცვის წინააღმდეგ მაღალი კლასი აჩვენა. მან პარიზელთა კარი სამჯერ აიღო და პარალელურად, თანაგუნდელებს სამი შედეგიანი საგოლე გადაცემაც გაუკეთა. მისმა აქტიურობამ და შეტევის წარმართვამ ზაგრებს შანსი ბოლო წუთებამდე შეუნარჩუნა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ტურის შემდეგ, ზაგრები სატურნირო ცხრილში კვლავ მაღალ პოზიციას იკავებს და მეორე ადგილზე იმყოფება. გიორგი ცხოვრებაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ არენაზე, 8 ოქტომბერს გამართავს, სადაც მათი მეტოქე ძლიერი დანიური ოლბორგი იქნება.