პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ტყვიის სროლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მე-7 მედალი მოიპოვა.
მრგვალ სტენდზე შერეული წყვილების კატეგორიაში, ელიზავეტა ბოიარშინოვამ და გიორგი არაბულმა ჩეხი წყვილი, ალექს პეტრასეკი და ტერეზა მლიკოვა, ანგარიშით 6:0, დაამარცხეს და ბრინჯაოს მედალი გაიფორმეს.
ცნობისთვის, ბოიარშინოვამ, მრგვალ სტენდზე სროლის ინდივიდუალურ კატეგორიაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ნაკრებისთვის, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მე-7 მედალია - 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ქართველმა ტყვიის მსროლელმა ევროპა განაცვიფრა