VIDEO: ქართველების გუნდი ნიდერლანდებში არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ქართველების დუნაისკა სტრედა ნიდერლანდებში 0:6 განადგურდა.
ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას გუნდმა ენსხედეში, ტვენტეს წინააღმდეგ პირველ 11 წუთში 2 გოლი გაუშვეს, საბოლოოდ კი წააგო ისეთი ანგარიშით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ შერჩა. კაპანაძემ სრულად ითამაშა, ხოლო გაგუამ - 88 წუთი.
სლოვაკებს ერთ-ერთი გოლი იუვენტუსისა და ფიორენტინას ყოფილმა შემტევმა, მარკო პიაცამ გაუტანა, ერთ-ერთუ გოლისას ასისტი კი ვაუტ ვეგჰორსტის ანგარიშზეა.
გუნდები საპასუხო შეხვედრას 13 აგვისტოს გამართავენ. გამარჯვებული პლეი-ოფში დინამო კიევისა და აზერბაიჯანული ყარაბაღის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.