საქართველოს ლიგა 3-ში სეზონი განახლდა და მე-16 ტურის მატჩები გაიმართა.
მოულოდნელად, მე-12 ადგილოსან მარგვეთი 2006-ს ვერ მოუგო დაუმარცხებელმა ლიდერმა, თბილისი 2025-მა - თამაში 1:1 დასრულდა.
დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს იბერია 1999 2-მა (ივერია ხაშურთან) და გონიომ (იბერია 2010-თან), ხოლო გურია ლანჩხუთმა ტურის მთავარი მატჩი ტრანსფერებით საგრძნობლად გაძლიერებულ ლოკომოტივ თბილისთან შინ წააგო.
დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს შეცვლაზე შესული 19 წლის გარემარბის, მიხეილ საჯაიას გოლით - მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა და 3 ქულის მომტანი დარტყმა 89-ეზე შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ გურიამ, დინამო თბილისთან თასზე გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მეორე თამაში წააგო და ორივე ევგრაფი შევარდნაძეზე - ჯერ თასის 1/8 ფინალში არაგვი დუშეთთან და ახლა ლოკოსთან.
შედეგად, ლიგა 3-ის ზედა პოზიციები, 16 ტურის შემდეგ, ასე გამოიყურება:
1. თბილისი 2025 (თბილისი) - 40 ქულა;
2. იბერია 1999 2 (თბილისი) - 34 ქულა;
3. გურია (ლანჩხუთი) - 33 ქულა;
4. გონიო (გონიო) - 33 ქულა;
5. ვიტ ჯორჯია (თბილისი) - 27 ქულა;
6. ორბი (თბილისი) - 27 ქულა;
7. მერანი (თბილისი) - 26 ქულა;
8. დიდუბე (თბილისი) - 26 ქულა.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგა 2-ში პირდაპირ საუკეთესო 2 გუნდი გადავა, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე გასულები ზედა დივიზიონის მეშვიდე-მერვე ადგილზე გასულ გუნდებთან ორრაუნდიან პლეი-ოფს ითამაშებენ და საგზურის მოპოვებას ამ გზით შეეცდებიან.