-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
დავიწყოთ A ჯგუფით, რომელშიც ჩეხეთი, თანამასპინძელი მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ კორეა იასპარეზებენ.
ჩეხური ფეხბურთის ისტორიული გამოსვლები მუნდიალზე ჩეხოსლოვაკიის სახელს უკავშირდება. 1934 და 1962 წლებში ჩეხოსლოვაკიამ ვერცხლის მედლები დაიმსახურა.
ჩეხეთის სახელით კი ქვეყანა მუნდიალზე მეორედ იასპარეზებს. პირველად მათ 2006 წლის მსოფლიოზე ითამაშეს, სადაც ჯგუფში ჩარჩნენ, 20 წლის შემდეგ ისინი ამ შედეგის გაუმჯობესებას შეეცდებიან.
ჩეხოსლოვაკიის სახელით მუნდიალებზე ყველაზე მეტი, 12 მატჩი ლადისლავ ნოვაკს აქვს ჩატარებული. საუკეთესო ბომბარდირი კი 7 გოლით ოლდრჟიხ ნეიედლი არის.
ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში ჩეხეთი 41-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები - მატეი კოვარი (პსვ), ინდრჟიხ სტანეკი (სლავია პრაღა), ლუკაშ ჰორნიჩეკი (ბრაგა)
მცველები - დავიდ ზიმა (სლავია პრაღა), ტომაშ ჰოლეში (სლავია პრაღა), რობინ ჰრანაჩი (ჰოფენჰაიმი), ვლადიმირ ცოუფალი (ჰოფენჰაიმი), შტეპან ჩალოუპეკი (სლავია პრაღა), ლადისლავ კრეიჩი (ვულვზი), დავიდ იურასეკი (სლავია პრაღა), იაროსლავ ზელენი (სპარტა პრაღა), დავიდ დოუდერა (სლავია პრაღა)
ნახევარმცველები - ვლადიმირ დარიდა (ჰრადეცი), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), ლუკაშ პროვოდი (სლავია პრაღა), მიხალ სადილეკი (სლავია პრაღა), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), ალექსანდრ სოიკა (პლზენი), ჰუგო სოჩურეკი (სპარტა პრაღა)
შემტევები - ადამ ჰლოჟეკი (ჰოფენჰაიმი), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი), იან კუხტა (სპარტა პრაღა), მოიმირ ჩიტილი (სლავია პრაღა), პაველ შულცი (ლიონი), ტომაშ ჩორი (სლავია პრაღა), დენის ვიშინსკი (პლზენი)
მწვრთნელი - მიროსლავ კოუბეკი
მექსიკა აშშ-სთან და კანადასთან ერთად წლევანდელი მუნდიალის თანამასპინძელია და ჩემპიონატსაც 2010 წლის მსგავსად სწორედ ისინი გახსნიან სამხრეთ აფრიკასთან მატჩით.
მექსიკის ნაკრებისთვის ეს მუნდიალზე მე-18 მონაწილეობა იქნება, საუკეთესო შედეგი კი მათ 1970 და 1986 წლებში დააფიქსირეს, როცა საკუთარ კედლებში გამართულ ჩემპიონატებზე მეოთხედფინალში გავიდნენ.
2022 წლის მუნდიალზე მექსიკელები ჯგუფში ჩარჩნენ, მანამდე კი 1994 წლიდან მოყოლებული ზედიზედ 7 ტურნირზე მათი შედეგი მერვედფინალში გასვლა იყო.
მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული მატჩებით მექსიკელთა რეკორდსმენი ლეგენდარული რაფა მარკესია, რომელმაც მონაწილეობა 5 ტურნირზე მიიღო და 19 შეხვედრაში ითამაშა.
5 მუნდიალზე მონაწილეობა ასევე მიღებული აქვთ ანდრეს გუარდადოს, ანტონიო კარბახალსა და გილერმო ოჩოას, ეს უკანასკნელი კი წელს რეკორდულ მე-6 მსოფლიოზე ითამაშებს.
მექსიკელთა ბომბარდირები მუნდიალებზე ლუის ერნანდესი და ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) არიან, რომელთაც 4-4 გოლი აქვთ გატანილი.
ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში მექსიკა მე-15 ადგილზეა.
მეკარეები - რაულ რანხელი (გვადალახარა), კარლოს ასევედო (ლაგუნა), გილერმო ოჩოა (აელი ლიმასოლი)
მცველები - ხორხე სანჩესი (პაოკი), სესარ მონტესი (ლოკომოტივი მოსკოვი), ედსონ ალვარესი (ფენერბაჰჩე), იოჰან ვასკესი (ჯენოა), ისრაელ რეიესი (ამერიკა), მატეო ჩავესი (ალკმაარი), ხესუს გალიარდო (ტოლუკა)
ნახევარმცველები - ერიკ ლირა (კრუს ასული), ლუის რომო (გვადალახარა), ალვარო ფიდალგო (ბეტისი), ორბელინ პინედა (აეკი ათენი), ობედ ვარგასი (ატლეტიკო მადრიდი), გილბერტო მორა (ტიხუანა), ლუის ჩავესი (დინამო მოსკოვი), ბრაიან გუტიერესი (გვადალახარა)
შემტევები - რაულ ხიმენესი (ფულემი), ალექსის ვეგა (ტოლუკა), სანტიაგო ხიმენესი (მილანი), არმანდო გონსალესი (გვადალახარა), ხულიან კინიონესი (ალ ქადსია), სესარ ჰუერტა (ანდერლეხტი), გილერმო მარტინესი (უნამი), რობერტო ალვარადო (გვადალახარა)
მწვრთნელი - ხავიერ აგირე
სამხრეთ აფრიკელები თავისთვის მე-4 მუნდიალზე ითამაშებენ, წინა სამ შემთხვევაში ისინი ჯგუფში ჩარჩნენ.
მათი დებიუტი ტურნირზე 1998 წელს შედგა, შემდეგ იყო 2002 წელი, 2010 წელს კი სამხრეთ აფრიკამ მუნდიალს უმასპინძლა, რომელიც წლევანდელის მსგავსად მექსიკასთან მატჩით გახსნა.
სამხრეთ აფრიკელების მხრიდან მსოფლიოზე 6-6 მატჩი ჩატარებული აქვთ კუინტონ ფორტუნს, ბენი მაკკარტის, ლუკას რადებესა და აარონ მოკოენას, 2-2 გოლის გატანა კი შონ ბარტლეტმა და ბენი მაკკარტიმ მოახერხეს.
ფიფას რეიტინგში სამხრეთ აფრიკა მე-60 პოზიციაზეა.
მეკარეები - რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი), სიფო ჩაინე (ორლანდო პაირეტსი), რიკარდო გოსი (სიველელე)
მცველები - ტაბანგ მატულუდი (პოლოკვანე), ხულუმანი ნდამანე (მამელოდი სანდაუნსი), ობრი მოდიბა (მამელოდი სანდაუნსი), მბეკეზელი მბოკაზი (ჩიკაგო ფაიარი), სამუკელე კაბინი (მოლდე), ნკონსინატი სიბისი (ორლანდო პაირეტსი), ხულისო მუდაუ (მამელოდი სანდაუნსი), იმე ოკონი (ჰანოვერი), ოლვეთუ მახანია (ფილადელფია უნიონი), ბრედლი კროსი (კაიზერ ჩიფსი)
ნახევარმცველები - ტებოჰო მოკოენა (მამელოდი სანდაუნსი), თალენტე მბათა (ორლანდო პაირეტსი), თემბა ზვანე (მამელოდი სანდაუნსი), სფეფელო სითოლე (ტონდელა), ჯეიდენ ადამსი (მამელოდი სანდაუნსი)
შემტევები - ოსვინ აპოლისი (ორლანდო პაირეტსი), თშეპანგ მორემი (ორლანდო პაირეტსი), ლაილ ფოსტერი (ბარნლი), რელებოჰილე მოფოკენგი (ორლანდო პაირეტსი), თაპელო მასეკო (აელი ლიმასოლი), იქრაამ რეინერსი (მამელოდი სანდაუნსი), ევიდენს მაკგოპა (ორლანდო პაირეტსი), კამოგელო სებელებელე (ორლანდო პაირეტსი)
მწვრთნელი - ჰუგო ბროსი
სამხრეთ კორეელები მე-12 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ. მათი დებიუტი ტურნირზე 1954 წელს შედგა, 1986 წლის შემდეგ კი ზედიზედ 10 მუნდიალზე ითამაშეს.
კორეელებმა საუკეთესო შედეგი 2002 წლის სკანდალურ ტურნირზე დააფიქსირეს, როცა მასპინძლის რანგში ესპანეთი და იტალია დაამარცხეს და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავეს.
2022 წელს სამხრეთ კორეამ ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა.
გუნდის რეკორდსმენი მუნდიალზე ჩატარებული 16 მატჩით დღევანდელი მთავარი მწვრთნელი ჰონ მონ ბო არის, რომელმაც 4 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა (1990, 1994, 1998, 2002).
3-3 გოლით კი ბომბარდირები ან ჯუნ ჰვანი, პარკ ჯი სუნი და სონ ჰინ მინი არიან. ამ უკანასკნელს წელს კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში კორეული რეკორდის მოხსნა შეეძლება.
ფიფას რეიტინგში სამხრეთ კორეა 25-ე პოზიციას იკავებს.
მეკარეები - კიმ სინ გიუ (ტოკიო), სონ ბუმ გინი (ჯონბუკი), ჯო ჰიონ ვუ (ულსანი)
მცველები - ლი ჰან ბომი (მიდტიულანდი), კიმ მინ ჯე (ბაიერნი), კიმ ტე ჰონი (კაშიმა), ლი ტე სოკი (ავსტრია ვენა), ჩო ვი ჯე (ჯონბუკი), კიმ მუნ ჰვანი (დეჯონი), პარკ ჯინ სობი (ჭეძიანი), სოლ იონ ვუ (ცრვენა ზვეზდა), იენს კასტროპი (გლადბახი)
ნახევარმცველები - ლი გი ჰუკი (განვონი), ჰვან ინ ბომი (ფეიენოორდი), პაიკ სინ ჰო (ბირმინგემი), ლი ჯე სანი (მაინცი), ჰვან ჰი ჩანი (ვულვზი), ბე ჯან ჰო (სტოკი), ლი კან ინი (პსჟ), იან ჰუნ ჯანი (სელტიკი), კიმ ჯინ გუ (ჯონბუკი), ომ ჯი სუნი (სუონსი), ლი დონ გიანი (ულსანი)
შემტევები - სონ ჰინ მინი (LAFC), ჩო გუ სანი (მიდტიულანდი), ოჰ ჰინ გუ (ბეშიქთაში)
მწვრთნელი - ჰონ მონ ბო
ტური 1
მექსიკა - სამხრეთ აფრიკა (11 ივნისი, 23:00)
სამხრეთ კორეა - ჩეხეთი (12 ივნისი, 06:00)
ტური 2
ჩეხეთი - სამხრეთ აფრიკა (18 ივნისი, 20:00)
მექსიკა - სამხრეთ კორეა (19 ივნისი, 05:00)
ტური 3
ჩეხეთი - მექსიკა (25 ივნისი, 05:00)
სამხრეთ აფრიკა - სამხრეთ კორეა (25 ივნისი, 05:00)

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

