ცნობილი გახდა ის 26 ფეხბურთელი, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თანამასპინძელ მექსიკას წარადგენს.
მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. გუნდში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს 2 ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთი კარიერის სრულიად განსხვავებულ ეტაპებზე იმყოფებიან.
ვეტერანი მეკარე გილიერმო ოჩოა მე-6 მუნდიალზე იასპარეზებს, ხოლო ახალგაზრდა ტალანტი გილბერტო მორა მხოლოდ 17 წლის ასაკში გახდება ყველაზე ახალგაზრდა მექსიკელი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
მეკარეები - კარლოს ასევედო, გილიერმო ოჩოა, რაულ რანხელი
მცველები - ედსონ ალვარესი, მატეო ჩავესი, ხესუს გალიარდო, სეზარ მონტესი, ისრაელ რეიესი, ხორხე სანჩესი, იოჰან ვასკესი
ნახევარმცველები - ლუის ჩავესი, ალვარო ფიდალგო, ბრაიან გუტიერესი, ერიკ ლირა, გილბერტო მორა, ლუის რომო, ორბელინ პინედა, ობედ ვარგასი
თავდამსხმელები - რობერტო ალვარადო, სანტიაგო ხიმენესი, არმანდო გონსალესი, სეზარ უერტა, რაულ ხიმენესი, გილიერმო მარტინესი, ხულიან კინიონესი, ალექსის ვეგა
მექსიკის მატჩები ჯგუფურ ეტაპზე
11 ივნისი: მექსიკა - სამხრეთ აფრიკა | მეხიკო
18 ივნისი: მექსიკა - სამხრეთ კორეა| გუადალახარა
24 ივნისი: ჩეხეთი – მექსიკა | მეხიკო