ეკვადორმა ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
სებასტიან ბეკასესემ, რომელიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2024 წლის ზაფხულიდან არის, გუნდში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი შეიყვანა, მათ შორის ჩელსის მოისეს კაისედო, არსენალის პიერო ინკაპიე და პარი სენ-ჟერმენის ვილიან პაჩო.
ეკვადორის ნაკრების კაპიტანი ენერ ვალენსია მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ ითამაშებს. 36 წლის თავდამსხმელი, რომელიც წარსულში ვესტ ჰემისა და ევერტონის ღირსებას იცავდა, ამჟამად მექსიკის უმაღლესი ლიგის კლუბ პაჩუკაში ასპარეზობს.
ვალენსია ეკვადორის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 49 გოლით და ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-5 ადგილზეა (105 მატჩი).
მეკარეები: ერნან გალინდესი (ურაკანი), მოისეს რამირესი (კიფისია), გონსალო ვალე (L.D.U. კიტო)
მცველები: პიერო ინკაპიე (არსენალი), ვილიან პაჩო (პსჟ), პერვის ესტუპინიანი (მილანი), ფელიქს ტორესი (ინტერნასიონალი), ხოელ ორდონესი (ბრიუგე), ჯექსონ პოროსო (ტიხუანა), ანხელო პრესიადო (ატლეტიკო მინეირო)
ნახევარმცველები: მოისეს კაისედო (ჩელსი), ალან ფრანკო (ატლეტიკო მინეირო), კენდრი პაესი (რივერ პლეიტი), პედრო ვიტე (UNAM), ხორდი ალსივარი (ინდეპენდიენტე), დენილ კასტილიო (მიდტიულანდი), იაიმარ მედინა (გენკი)
თავდამსხმელები: ენერ ვალენსია (პაჩუკა), გონსალო პლატა (ფლამენგო), ალან მინდაო (ატლეტიკო მინეირო), ჯონ იებოა (ვენეცია), კევინ როდრიგესი (უნიონ სენ-ჟილუაზი), ხორდი კაისედო (ატლასი), ნილსონ ანგულო (სანდერლენდი), ანტონი ვალენსია (ანტვერპენი), ჯერემი არევალო (შტუტგარტი)
ეკვადორი E ჯგუფში მოხვდა და ჯგუფურ ეტაპზე შემდეგ მეტოქეებს დაუპირისპირდება:
კოტ-დ’ივუარი - 15 ივნისი
კიურასაო - 21 ივნისი
გერმანია - 25 ივნისი.