უსმან დემბელე მე-6 ფრანგი გახდა, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.
ჯამში კი ეს საფრანგეთისთვის მე-8 ოქროს ბურთია - მიშელ პლატინი (3-ჯერ), რაიმონ კოპა, ზინედინ ზიდანი, ჟან-პიერ პაპენი, კარიმ ბენზემა და უსმან დემბელე.
ამ მაჩვენებლით საფრანგეთი არგენტინას გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე 8 ოქროს ბურთი აქვს. რვავე შემთხვევაში გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა.
სწორედ საფრანგეთი და არგენტინა არიან ქვეყნები ყველაზე მეტი ოქროს ბურთით.
საფრანგეთი - 6 მოთამაშე, 8 ოქროს ბურთი
არგენტინა - 1 მოთამაშე, 8 ოქროს ბურთი
პორტუგალია - 3 მოთამაშე, 7 ოქროს ბურთი
ნიდერლანდები - 3 მოთამაშე, 7 ოქროს ბურთი
გერმანია - 5 მოთამაშე, 7 ოქროს ბურთი