უსმან დემბელემ ოქროს ბურთის მოგებაში გუნდის წვლილზე ისაუბრა.
- თქვენი თანაგუნდელებიც მოხიბლულები დარჩნენ ოქროს ბურთით, კოლექტიურობას გაუსვით ხაზი. გარკვეულწილად ეს მათი ჯილდოც არის...
„კი, ზუსტად ასეა. როგორც უკვე ვთქვი, ეს კოლექტიური ოქროს ბურთია. იმიტომ, რომ სწორედ მათი დამსახურებით შევძელი მე მოედანზე თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა.
რამდენი ხმით მოიგო დემბელემ? ოქროს ბურთის დეტალური ათეული გამოქვეყნდა
მათ წარმოუდგენელი საქმე შეასრულეს. ყველამ დონე აიმაღლა, მათ შორის - მეც.
თუ კარგი გუნდი არ გყავს, ვერც საჭირო შედეგებს დააფიქსირებ. თანაგუნდელები განსაკუთრებულები იყვნენ." - აღნიშნა 2025 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა.