გრაცის შტურმის მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ქართველი ნახევარმცველის სარეაბილიტაციო პროცესი პროგრესირებს, თუმცა მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.
დიდი ალბათობით, კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მოახლოებულ ტურში, 22 ნოემბერს ალტახის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელს ტრავმა მიმდინარე სეზონის სტარტზეც აწუხებდა, რის გამოც მწვრთნელი მას მცირე სათამაშო დროს აძლევდა.
სანაკრებო პაუზის დროს, უნგრეთთან გამართულ შეხვედრაში კიტეიშვილმა წვივის უკანა კუნთი დაიზიანა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა საკლუბო დონეზე მხოლოდ ოთხ მატჩში (111 წუთი) მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით კი მან სამ შეხვედრაში ითამაშა - ჩრდილოეთ ირლანდიასთან (13 წუთი), უკრაინასთან (73 წუთი) და უნგრეთთან (50 წუთი).
უკრაინასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა:
როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმა მქონდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი გამიცდა. შესაბამისად, სანაკრებო შეკრებამდე მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მომიწია და ეს მატჩები სასტარტო შემადგენლობიდან არ დამიწყია.