იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა ხდებოდა მსოფლიოში, როცა მანჩესტერ იუნაიტედი ბოლოს უმაღლესი ლიგიდან გავარდა?
ფეხბურთიფეხბურთი

რა ხდებოდა მსოფლიოში, როცა მანჩესტერ იუნაიტედი ბოლოს უმაღლესი ლიგიდან გავარდა?

26 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კვირას მანჩესტერ იუნაიტედი ენფილდზე ლივერპულთან 0:4 დამარცხდა.


11 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ რვა ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა - მის ქვემოთ მხოლოდ კრისტალ პალასია.


კითხვაზე, იბრძვის თუ არა იუნაიტედი გადარჩენისთვის, მაურისიო პოჩეტინომ მოკლედ უპასუხა: „ეს ჩვენი რეალობაა, არა? მატჩები უნდა მოვიგოთ“.


ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი დივიზიონიდან იუნაიტედი ბოლოს 1973/74 წლების სეზონში გავარდა. მაშინ გუნდმა ჩემპიონატი 21-ე ადგილზე დაასრულა და მეორე დივიზიონში გადაინაცვლა.


დღევანდელი ვითარება იმ რთულ პერიოდს გვახსენებს. ამიტომ დრო უკან გადავახვიოთ და გავიხსენოთ, რა ხდებოდა ფეხბურთსა და მსოფლიოში 1973 და 1974 წლებში - მაშინ, როცა იუნაიტედმა ელიტაში ადგილი დაკარგა.


რიჩარდ ნიქსონის ინაუგურაცია, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს


ვიეტნამის შესახებ პარიზის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სამხრეთ ვიეტნამში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, უცხოური ჯარების გაყვანასა და შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ზედამხედველობით არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა


8 აპრილს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა პაბლო პიკასო


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ჰენრი კისინჯერმა ნიუ-იორკში გამოსვლისას ამერიკას, ევროპასა და იაპონიას შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ახალი „ატლანტიკური ქარტიის“ მიღება შესთავაზა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ნიქსონმა სასტუმრო „უოტერგეიტში“ მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟებაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა საქმეში პირადი მონაწილეობა უარყო.



ბობი ჩარლტონმა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.



სანდერლენდმა ფინალში ლიდს იუნაიტედი 1:0 დაამარცხა და 1931 წლის შემდეგ მეორე დივიზიონის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ინგლისის თასი მოიგო.


ბრიტანული ჰონდურასი სახელს იცვლის და ბელიზი ხდება.


ლეონიდ ბრეჟნევმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ „ცივი ომი“ დასრულდა.


აშშ-ის კინოეკრანებზე გამოვიდა ჯორჯ ლუკასის ფილმი „ამერიკული გრაფიტი“, რომელშიც ერთ-ერთი როლი დამწყებმა მსახიობმა ჰარისონ ფორდმა შეასრულა.


საბერძნეთში სამხედრო ხუნტის ინიციატივით მონარქიის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა.


2 ოქტომბერს გარდაიცვალა ფინელი მორბენალი პაავო ნურმი, რომელსაც ცხრა ოლიმპიური ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული, მათგან ხუთი - 1924 წლის თამაშებზე.


ჯერალდ ფორდმა აშშ-ის პრეზიდენტის ფიცი დადო.


კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ეგზორცისტი“.


გამოვიდა Pink Floyd-ის ალბომი „The Dark Side of the Moon“.



29 ნოემბერს დაიბადა რაიან გიგზი.


1974 წელი


შვედურმა პოპჯგუფმა ABBA-მ სიმღერით „Waterloo“ ევროვიზია მოიგო და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჯგუფად იქცა.


დევიდ ბოუიმ ალბომი „Diamond Dogs“ გამოუშვა.


ჰოვარდ ჯორჯიმ და შელდონ ლი გლეშოუმ სამყაროს წარმოშობის პირველი ერთიანი თეორია შემოგვთავაზეს.


კინოეკრანებზე გამოვიდა „ნათლია 2“.


კინოგაქირავებაში ასევე გამოვიდა ფილმი „ჩინური კვარტალი“.


„გულაგის არქიპელაგის, 1918-1956“ გამოქვეყნების შემდეგ მისი ავტორი ალექსანდრ სოლჟენიცინი სსრკ-დან გააძევეს.


ამერიკულმა კომპანია Hewlett-Packard-მა პირველი პროგრამირებადი ჯიბის კალკულატორი შექმნა.


გამოიცა ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნსტაინის წიგნი „პრეზიდენტის მთელი ამალა“.


გამოიცა პიტერ ბენჩლის რომანი „ყბები“.


შეიქმნა ავიაკომპანია British Airways.


სიანში აღმოაჩინეს ჩინეთის პირველი იმპერატორის სამარხი, რომელსაც „ტერაკოტის არმია“ იცავდა - ადამიანის ზომის ექვსი ათასი თიხის ჯარისკაცი.


ამერიკულმა ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა „მარინერ 10“-მა მერკურის ახლოს ჩაიფრინა.


ინდოეთმა ბირთვული მოწყობილობა პირველად გამოსცადა. ოპერაციას კოდური სახელწოდება „მომღიმარი ბუდა“ ეწოდა.


ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.



დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა - მიუნხენში გამართულ ფინალში ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა.



მუჰამედ ალიმ კინშასაში, ზაირში, ჯორჯ ფორმენი დაამარცხა და პროფესიონალურ კრივში მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.


ნიუ-იორკის მედისონ სკვერ გარდენში ჯონ ლენონის ბოლო სასცენო გამოსვლა გაიმართა. მან ელტონ ჯონის კონცერტზე იმღერა.


ლიბიაში გამოცხადდა, რომ მუამარ კადაფი სახელმწიფოს მეთაურისა და მთავარსარდლის თანამდებობებს ინარჩუნებდა, თუმცა ყველა პოლიტიკური, ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ფუნქციისგან თავისუფლდებოდა, რათა „იდეოლოგიურ საქმიანობაზე“ კონცენტრირებულიყო.


პორტუგალიაში „მიხაკების რევოლუციამ“ გაიმარჯვა.


ფრანგმა გამომგონებელმა როლან მორენომ მეხსიერების ბარათის პირველი იდეა დააპატენტა. ეს გამოგონება საფუძვლად დაედო სმარტბარათს - ელექტრონულ მეხსიერების ბარათს, რომელიც საბანკო ბარათებში, მობილური ტელეფონების SIM-ბარათებსა და სხვა მოწყობილობებში გამოიყენება.


26 თებერვალს დაიბადა სებასტიან ლოები - ფრანგი ავტომრბოლელი და რალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.



16 ნოემბერს დაიბადა პოლ სქოულზი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეალში მანჩესტერიდან ჩუმად გაიქცა - კლუბი 16 წლის ფეხბურთელს უჩივის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალში მანჩესტერიდან ჩუმად გაიქცა - კლუბი 16 წლის ფეხბურთელს უჩივის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სწრაფი გაძევება და განადგურება ენფილდზე - პოჩეტინო მძიმედ იწყებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სწრაფი გაძევება და განადგურება ენფილდზე - პოჩეტინო მძიმედ იწყებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველი მწვრთნელი ჩემპიონატის ისტორიაში - პოჩეტინოს პირველი ანტირეკორდი იუნაიტედში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველი მწვრთნელი ჩემპიონატის ისტორიაში - პოჩეტინოს პირველი ანტირეკორდი იუნაიტედში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს უპატივცემულობაა“ - ჯერარდმა პოჩეტინოს მთავარი შეცდომა დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ეს უპატივცემულობაა“ - ჯერარდმა პოჩეტინოს მთავარი შეცდომა დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 ნოე, 2026

რეალში მანჩესტერიდან ჩუმად გაიქცა - კლუბი 16 წლის ფეხბურთელს უჩივის

News image

22 ნოე, 2026

VIDEO: სწრაფი გაძევება და განადგურება ენფილდზე - პოჩეტინო მძიმედ იწყებს

News image

22 ნოე, 2026

პირველი მწვრთნელი ჩემპიონატის ისტორიაში - პოჩეტინოს პირველი ანტირეკორდი იუნაიტედში

News image

13 სთ წინ

„ეს უპატივცემულობაა“ - ჯერარდმა პოჩეტინოს მთავარი შეცდომა დაასახელა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება