რა მდგომარეობაა ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილში 28 ტურის შემდეგ?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ში ლიდერთა შორის ვითარება იძაბება.
პირველადგილოსან გარეჯის ზუგდიდში, ოდიში 1919-თან მარცხის შემდეგ, თელავმა დუშეთის არაგვი სტუმრად 4:1 გაანადგურა, ხოლო სართიჭალის შტურმმა აუტსაიდერ კოლხეთს 2:0 მოუგო, შესაბამისად, ორივე მათგანმა საგარეჯოელებთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.
ზოგადად, გარეჯს აშკარა კრიზისი აქვს და ბოლო 4 ტურში 3 თამაში წააგო, მომდევნო უქმეებზე კი უშუალო კონკურენტთან დაპირისპირება უწევს.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 50 ქულა;
2. თელავი (თელავი) - 46 ქულა;
3. შტურმი (სართიჭალა) - 46 ქულა;
4. სამტრედია (სამტრედია) - 40 ქულა;
5. მერანი (მარტვილი) - 37 ქულა;
6. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 35 ქულა;
7. არაგვი (დუშეთი) - 35 ქულა;
8. ბოლნისი (ბოლნისი) - 33 ქულა;
9. გორი (გორი) - 30 ქულა;
10. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 28 ქულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტური რჩება. ეროვნული ლიგის პირდაპირ საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი უმაღლესის მერვე-მეცხრე პოზიციაზე გასულ გუნდებთან ორრაუნდიან პლეი-ოფს ითამაშებენ და საგზურის მოპოვებას ამ გზით შეეცდებიან.
17 ოქტომბერს თანარეგიონელ ლიდერთა ჯახია - საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გარეჯი თელავს მიიღებს. კონკურენტების ურთიერთშეხვედრის პარალელურად, სართიჭალის შტურმი მარტვილის მერანს ესტუმრება.