იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა პრობლემა შეექმნათ უნგრელებს თბილისურ მატჩამდე?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რა პრობლემა შეექმნათ უნგრელებს თბილისურ მატჩამდე?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

14 ნოემბერს, 21:00 საათზე, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო უნგრეთს უმასპინძლებს.


ერთა ლიგის B დივიზიონის ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა სტუმრებს სერიოზული დანაკლისი აქვთ, უეფას დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, უნგრელი გულშემატკივრები სტადიონზე დასწრებას ვერ შეძლებენ.


უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, როლანდ შალაიმ და იოზეფ ურბლიკმა, M4 Sport-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ფანების არყოფნა გუნდისთვის დიდი დარტყმაა.

„გულშემატკივრების არყოფნა ძალიან მტკივნეულია, რადგან, მე-12 მოთამაშესავით, ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან, თუმცა პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და თავის გასამართლებელი მიზეზები არ უნდა ვეძებოთ,“ - განაცხადა შალაიმ.


მისი თქმით, ფანების არყოფნის და სხვა სასაათო სარტყელის მიუხედავად, გუნდმა მიზანს უნდა მიაღწიოს და კარგი თამაშით გაიმარჯვოს. შალაიმ გუნდის კაპიტანზე, დომინიკ სობოსლაიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ის თამაშს შეძლებს.


მსგავსი განწყობა აქვს იოზეფ ურბლიკსაც: „სულ სხვა შეხვედრისთვის ვემზადებით. დიდი დარტყმაა, ჩვენი ქომაგები სტადიონზე რომ არ იქნებიან, რადგან კარგად ვიცით, მათ რა საოცარი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ, თუმცა ამას უნდა გავუმკლავდეთ და შინ სამი ქულით დავბრუნდეთ“.

ახლა სატურნირო მდგომარეობა ასეთია: B დივიზიონის მეორე ჯგუფს 8 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, უნგრეთი 7 ქულით მეორეა, უკრაინა 4 ქულით  მესამე. საქართველოს ნაკრებს კი ოთხ მატჩში ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია, არც გოლი გაუტანია და 2 ქულით ბოლო, მეოთხე პოზიციას იკავებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
უნგრეთის ნაკრები
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვისკენ იხრება სასწორი? თურქეთი-ბელგიის მატჩის მოსალოდნელი სურათი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვისკენ იხრება სასწორი? თურქეთი-ბელგიის მატჩის მოსალოდნელი სურათი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუმარცხებელი საფრანგეთი და პირველი ადგილის ბედი - ანალიტიკოსების პროგნოზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუმარცხებელი საფრანგეთი და პირველი ადგილის ბედი - ანალიტიკოსების პროგნოზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისის დომინაცია თუ ხორვატიის გამოღვიძება? რა სცენარს წინასწარმეტყველებენ ექსპერტები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისის დომინაცია თუ ხორვატიის გამოღვიძება? რა სცენარს წინასწარმეტყველებენ ექსპერტები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეძლებს საქართველო პირველი გოლის გატანას? ურთულესი გამოცდა და უნგრელთა მზადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეძლებს საქართველო პირველი გოლის გატანას? ურთულესი გამოცდა და უნგრელთა მზადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

ვისკენ იხრება სასწორი? თურქეთი-ბელგიის მატჩის მოსალოდნელი სურათი

News image

4 სთ წინ

დაუმარცხებელი საფრანგეთი და პირველი ადგილის ბედი - ანალიტიკოსების პროგნოზი

News image

4 სთ წინ

ინგლისის დომინაცია თუ ხორვატიის გამოღვიძება? რა სცენარს წინასწარმეტყველებენ ექსპერტები

News image

3 სთ წინ

შეძლებს საქართველო პირველი გოლის გატანას? ურთულესი გამოცდა და უნგრელთა მზადება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება