ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის გახმაურებული დაპირისპირებიდან უკვე ოთხი თვე გავიდა, თუმცა ამ თემაზე განხილვები სამყაროში ისევ აქტიურად მიმდინარეობს.
მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ქართველმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომავალში მეტოქეების ხელთათმანებს თავად, პირადად შეამოწმებს.
ამჯერად, განვლილი ჩხუბი და რევანშის შანსები UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ხორხე მასვიდალმა შეაფასა. მისი თქმით, თუ თოფურიასა და გეიჯის გზები ოქტაგონზე კვლავ გადაიკვეთება, ის ფსონს უყოყმანოდ ისევ ქართველზე ჩამოვა. თუმცა, მასვიდალი აღნიშნავს, რომ ილიამ გასულ ბრძოლაში თავისი მთავარი იარაღი - ფეხებისა და თავის მოძრაობა, ასევე თეიქდაუნებისგან თავდაცვა საერთოდ არ გამოიყენა.
ვეტერანი მებრძოლის აზრით, თოფურია მთელი ჩხუბის განმავლობაში წინ ისე მიიწევდა, თითქოს მხოლოდ ჯასტინის გათიშვით მოგებას განიხილავდა და საკუთარ თავს შეგნებულად იგდებდა დარტყმის ზონაში. ამასთან, მასვიდალმა მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ ილია დანებდა. მისი შეფასებით, ქართველი ამას არასდროს იზამს, რადგან ბოლომდე მებრძოლია.
ის ფაქტი, რომ რეფერის მიერ ჩხუბის შეჩერება არ გაუპროტესტებია, სავსებით ლოგიკური იყო. როგორც მასვიდალი განმარტავს:
რა უნდა ექნა, როდესაც ორივე თვალი დახუჭული და ცხვირი გატეხილი ჰქონდა? მე ილიას არ თანავუგრძნობ, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ. ის ნამდვილი მეომარია და მზად არის ოქტაგონზე მოკვდეს
ილია თოფურია ამჟამად საქართველოში იმყოფება.