-
Aa
+
ფონტის ზომა
დვალიშვილმა იანთან მე-2 ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაკარგა.
ახლა ქართველი მებრძოლი შეცდომების გამოსწორებასა და UFC 333-ზე საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას გეგმავს.
მერაბ დვალიშვილმა Heavy Sports-თან ინტერვიუში UFC 333-ისთვის მზადების შესახებ ისაუბრა.
დვალიშვილმა აღიარა, რომ იანთან წინა დაპირისპირებისთვის მზადებისას მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.
„მანქანამ“ იგივე სტილი და სტრატეგია გამოიყენა, რომლითაც კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ტიტული წარმატებით დაიცვა და პიოტრ იანთან ბრძოლისთვის ტაქტიკა არ შეცვალა.
ქართველ მებრძოლს იანი მანამდეც ჰყავდა დამარცხებული, თუმცა რუსმა სპორტსმენმა პირველი დაპირისპირების შემდეგ საკუთარი შეცდომები გამოასწორა და საგრძნობლად მოუმატა.
დვალიშვილი მიიჩნევს, რომ ამჯერად თავადაც შეიტანა აუცილებელი ცვლილებები მომზადების პროცესში და დარწმუნებულია, რომ მე-3 დაპირისპირებაში იანს დაამარცხებს.
მერაბ დვალიშვილმა აღიარა, რომ UFC 323-ზე პიოტრ იანთან საჩემპიონო ბრძოლისთვის სათანადოდ არ მომზადებულა.
აღსანიშნავია, რომ ეს იმ წელს დვალიშვილისთვის ტიტულის დაცვის მე-4 მცდელობა იყო. წინა ბრძოლებში წარმატებული გამოსვლების გათვალისწინებით, შესაძლოა, ქართველ მებრძოლს მიაჩნდა, რომ უცვლელი მიდგომა კიდევ ერთ გამარჯვებას მოუტანდა.
თუმცა ახლა დვალიშვილი აღიარებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდა.
კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამარი დავიცავი. კორის პიოტრ იანისგან განსხვავებული სტილი აქვს და მასთან პრობლემა არ შემქმნია. იანთანაც პრაქტიკულად იგივე სტილითა და გეგმით ვიბრძოლე. მოსამზადებელ პროცესში არაფერი შემიცვლია, უბრალოდ გავედი და ვიბრძოლე. როგორც ჩანს, ამჯერად ამ მიდგომამ არ გაამართლა.
ქართველმა მებრძოლმა დაამატა, რომ დაშვებული შეცდომებიდან ბევრი რამ ისწავლა და ახლა ვარჯიშს უფრო გააზრებულად უდგება.
ამჯერად მეტი დრო მქონდა. აქტიურობას ვინარჩუნებდი და RAF-ის შეჯიბრებებშიც ვჭიდაობდი. ბევრი რამ გავაანალიზე. ახლა კარგი მოსამზადებელი შეკრება მაქვს, გვერდით ძლიერი სპარინგ-პარტნიორები და მწვრთნელები მყავს. ყველაფერი კარგად მიდის. როგორც ადრეც ვთქვი, ადრე ბევრს და მძიმედ ვვარჯიშობდი, ახლა კი უფრო ჭკვიანურად ვვარჯიშობ.
დვალიშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ აისახა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე ოქტაგონზე ხანგრძლივი არყოფნა. ქართველი მებრძოლი ხშირ ბრძოლებს არის მიჩვეული, ამიტომ ათთვიანი პაუზა მისთვის მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
დვალიშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ აისახა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე ოქტაგონზე ხანგრძლივი არყოფნა.
ქართველი მებრძოლი ხშირ ბრძოლებს არის მიჩვეული, ამიტომ 10-თვიანი პაუზა მისთვის მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
მერაბმა აღიარა, რომ თავდაპირველად ამდენხნიანი შესვენება არ ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, ფიზიკურ მდგომარეობაზე პაუზის გავლენასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს.
მარტში უკვე მზად ვიყავი საბრძოლველად. იმედი მქონდა, რომ მაშინვე ვიბრძოლებდი, რადგან ვიცოდი, UFC-მ გვითხრა, რომ ჩვენი ბრძოლა ივნისში, თეთრ სახლში არ გაიმართებოდა და მანამდე უნდა მებრძოლა. მჭირდებოდა დასვენება? არა, მაგრამ ეს პერიოდი სასიამოვნოდ გავატარე. ვფიქრობ, პაუზა გარკვეულწილად სასარგებლოც აღმოჩნდა, რადგან მეტი დრო მქონდა იმის გასააზრებლად, თუ რა უნდა გავაკეთო პიოტრ იანთან მომდევნო ბრძოლაში.
ქართველმა მებრძოლმა დასძინა:
როგორც ჩანს, ეს დრო მჭირდებოდა, რათა უკეთ მოვმზადებულიყავი და გამეაზრებინა, როგორ უნდა ვიბრძოლო იანის წინააღმდეგ. როდესაც მას ბოლოს შევხვდი, ბრძოლებს შორის მხოლოდ ორთვიანი შუალედი მქონდა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია UFC 333-ზე, აბუ დაბიში, 24 ოქტომბერს შედგება.
რას ნიშნავს მერაბ დვალიშვილისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები