უსმან ნურმაგომედოვის მტკიცებით, თუ UFC-ს ილია თოფურიას გამარჯვების თუნდაც მცირე იმედი რომ ჰქონდეს, მსუბუქ წონაში არმან ცარუკიანთან ბრძოლას უკვე დიდი ხნის წინ ჩანიშნავდა.
PFL-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია ელ მატადორს უფრთხილდება და მას მთავარ ფინანსურ დამხმარედ აღიქვამს.
როგორც ნურმაგომედოვმა კამილ გაჯიევთან ინტერვიუში აღნიშნა, თუ ცარუკიანი ჩემპიონის ქამარს დაისაკუთრებს, დივიზიონში მასთან გამოსასვლელად რეალური კანდიდატები პრაქტიკულად არ რჩებიან:
ვინ უნდა დაუპირისპირო არმანს (თუ არა მე)? ვინ არის არმანისთვის UFC-ში? პიმბლეტი არა, თოფურია არა. თოფურია რომ რეალური ვარიანტი იყოს, ისინი (UFC) მათ ერთმანეთს დიდი ხნის წინ შეახვედრებდნენ. არმანის დამარცხების თუნდაც 30-პროცენტიანი შანსი რომ მისცენ, ამას იზამდნენ. თოფურია მათი "ფინანსური ძროხაა".