• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
თანზილოვის მორიგი გამოცდა UFC-ში - მეტოქე და მებრძოლების სტატისტიკა
ქართულიქართული
UFCUFC

თანზილოვის მორიგი გამოცდა UFC-ში - მეტოქე და მებრძოლების სტატისტიკა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთარ თანზილოვი მალკოლმ უელმეიკერს UFC Vegas 122-ზე დაუპირისპირდება. ღონისძიება კვირას, 4 ოქტომბერს გაიმართება.


32 წლის მალკოლმ „The Machine“ უელმეიკერის პროფესიონალური რეკორდი 10 მოგება და 2 მარცხია. ის 135 ფუნტ (61.2 კგ) წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მისი სიმაღლე 5 ფუტი და 10 ინჩია (178 სმ). უელმეიკერი როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა დგომიდან იბრძვის.


28 წლის ქართველის სიმაღლე 5 ფუტი და 9 ინჩია (175 სმ), წონა - 135 ფუნტი (61.2 კგ). თანზილოვი მარჯვენა დგომიდან იბრძვის და მისი პროფესიონალური რეკორდიც 10 მოგება და 2 მარცხია.


მნიშვნელოვანი დარტყმების სტატისტიკის მიხედვით, ამერიკელი წუთში საშუალოდ 4.58 მნიშვნელოვან დარტყმას ახორციელებს, ქართველი კი - 4.20-ს. უელმეიკერის მნიშვნელოვანი დარტყმების სიზუსტე 55%-ია, თანზილოვისა კი - 68%.


დაცვით კომპონენტში „The Machine“ წუთში საშუალოდ 4.23 მნიშვნელოვან დარტყმას უშვებს, თანზილოვი კი - 4.20-ს. უელმეიკერი მეტოქის მნიშვნელოვანი დარტყმების 52%-ის განეიტრალებას ახერხებს, ქართველის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 49%-ია.


ჭიდაობის სტატისტიკაში უპირატესობა ოთარს აქვს. ამერიკელი ყოველ 15 წუთში საშუალოდ 0.60 თეიქდაუნს ასრულებს. მისი თეიქდაუნების სიზუსტე მხოლოდ 15%-ია, ხოლო მეტოქეთა თეიქდაუნების 46%-ს იგერიებს.


თანზილოვის თეიქდაუნების სიზუსტე 36%-ს შეადგენს, ხოლო თეიქდაუნებისგან დაცვის მაჩვენებელი შთამბეჭდავი - 85%-ია.


საბმიშენების მხრივაც ოთარი უფრო აქტიურია: უელმეიკერი ყოველ 15 წუთში საშუალოდ 0.3 საბმიშენის მცდელობას ახორციელებს, ქართველი კი სამ რაუნდზე საშუალოდ 0.7-ს.


უელმეიკერის ბოლო ბრძოლა ხუან დიასის წინააღმდეგ გაიმართა და მან მე-2 რაუნდში უკნიდან მახრჩობელა ილეთით (rear-naked choke) წააგო. დიასმა ბრძოლაში 32 საერთო დარტყმიდან 18 ზუსტად მოარტყა, უელმეიკერმა კი 34-დან 15.


მნიშვნელოვანი დარტყმების მხრივ დიასმა 25 მცდელობიდან 13 ზუსტად შეასრულა, რაც 52%-იან სიზუსტეს ნიშნავს. თავში მან 9 მნიშვნელოვანი დარტყმიდან 3 მოარტყა.


ამერიკელმა კი 33 მნიშვნელოვანი დარტყმიდან 15 ზუსტად შეასრულა - 45%-იანი სიზუსტით. თავში მისი 11 მცდელობიდან 3 აღმოჩნდა ზუსტი. დიასის ზუსტი მნიშვნელოვანი დარტყმების 76%, ხოლო უელმეიკერის - 93% დისტანციაზე განხორციელდა.


ოთარ თანზილოვის ბოლო ბრძოლა შეინ კოლინსის წინააღმდეგ გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა სამრაუნდიანი დაპირისპირება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო.


კოლინსის ზუსტი მნიშვნელოვანი დარტყმების 86% დისტანციაზე შესრულდა, ქართველის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 70% იყო. ოთარმა 89 მნიშვნელოვანი დარტყმიდან 58 ზუსტად მოარტყა, რაც 65%-იან სიზუსტეს შეადგენს. თავში განხორციელებული 66 მნიშვნელოვანი დარტყმიდან 38 ზუსტი იყო.


კოლინსმა, თავის მხრივ, 138 მნიშვნელოვანი დარტყმიდან 76 ზუსტად შეასრულა, მათ შორის თავში განხორციელებული 102 მცდელობიდან 46 იყო ზუსტი.


საერთო დარტყმების სტატისტიკაში კოლინსმა 175 მცდელობიდან 111 მოარტყა, თანზილოვმა კი - 105-დან 74.


UFC Vegas 122-ის ღონისძიება კვირას, 04:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

UFC 335 - BMF ქამრისთვის ბრძოლა და მძიმე წონის დიდი დაპირისპირება

•UFC

UFC

UFC 335 - BMF ქამრისთვის ბრძოლა და მძიმე წონის დიდი დაპირისპირება
•UFC

UFC

ჭიკაძე RAF-ში იასპარეზებს - გიგას მეტოქე ცნობილია

•ქართული

ქართული

ჭიკაძე RAF-ში იასპარეზებს - გიგას მეტოქე ცნობილია
•ქართული

ქართული

სეხუდო: ,,რა უნდა გააკეთოს მერაბმა იანთან ქამრის დასაბრუნებლად?"

•ქართული

ქართული

სეხუდო: ,,რა უნდა გააკეთოს მერაბმა იანთან ქამრის დასაბრუნებლად?"
•ქართული

ქართული

რას ნიშნავს მერაბ დვალიშვილისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა?

•ქართული

ქართული

რას ნიშნავს მერაბ დვალიშვილისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა?
•ქართული

ქართული

News image

04 ოქტ, 2026

UFC 335 - BMF ქამრისთვის ბრძოლა და მძიმე წონის დიდი დაპირისპირება

News image

06 ოქტ, 2026

ჭიკაძე RAF-ში იასპარეზებს - გიგას მეტოქე ცნობილია

News image

9 სთ წინ

სეხუდო: ,,რა უნდა გააკეთოს მერაბმა იანთან ქამრის დასაბრუნებლად?"

News image

7 სთ წინ

რას ნიშნავს მერაბ დვალიშვილისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება